31 ოქტომბერი 2017

ჯანსაღი კვება 
კვების რეჟიმში ჯანმრთელი ცვლილების შესატანად არაა საჭირო მთლიანად შეცვალოთ თქვენი რაციონი. უფრო მარტივია, რომ დაიწყოთ პატარ-პატარა ცვლილებებით და ეტაპობრივად მიხვიდეთ თქვენს სასურველ შედეგებამდე.
მიირთვით საუზმე
კვლევებმა აჩვენა, რომ საუზმის მიღება ყოველ დღე გვეხმარება წონის დაკლებასა და შენარჩუნებაში იმიტომ, რომ ეს გვეხმარება შიმშილის გრძნობის დაძლევაში დღის განმავლობაში. როცა მთელი ღამის შიმშილს ჯანსაღი საუზმით იკმაყოფილებთ, იკლებს შანსი, რომ შემდეგ არაჯანსაღი საკვები მოგინდეთ.
საუზმეზე მიირთვით საკვების ორი სახეობა მაინც, მაგალითად მარცვლეული და პროტეინი, რძის ნაწარმი და ხილი ან ბოსტნეული. 
დალიეთ წყალი
წყალი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ადამიანის მასის 60% წყალია და ის ყველა ორგანოს სჭირდება სწორად ფუნქციონირებისთვის. სითხის საჭიორება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: თქვენი ჯანმრთელობა, რამდენად აქტიური ხართ, გარემოზე და ხართ თუ არა ორსულად. 
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წყურვილის გრძნობა შიმშილში აგვერიოს. ეს რომ არ მოხდეს, სანამ საჭმლის მირთმევას გადაწყვეტთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. ამან შეიძლება თავიდან აგარიდოთ არასაჭირო კალორიების მიღება.
იცოდე რას მიირთმევ
მიირთვით საკვები, რომელიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელთა ამოცნობაც მარტივად შეგიძლიათ. შეეცადეთ თავი აარიდოთ დამუშავებულ ან გაყინულ საკვებს.
საჭმლის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულობასა და პროტეინს. ამ საკვებში ჭარბადაა ნუტრიენტები. თუმცა, ამავდოროულად, საჭიროა ვაკონტროლოთ ულუფები ისეთ საჭმელებზე, რომლებიც შეიცავს პროტეინსა და ცხიმს.
მეტი ჯანმრთელი საკვების მიღება ორგანიზმს გადამუშავების პროცესში დაეხმარება, თქვენ კი გადაეჩვევით მავნებელ პროდუქტებს, როგორიცაა არის ჩიფსი, ნამცხვარი, გაყინული და შესაწვავი საჭმელები.
მოერიდეთ რესტორანში დიდი ულუფების შეკვეთას
ბევრი რესტორანი დიდ ულუფებს გვთავაზობს, როცა სასურველ საკვებს ირჩევ, გაჯერებულს მარილითა და ცხიმებით. ზედმეტი კალორიების თავიდან ასარიდებლად, როცა მიხვდებით რომ საკმარისად მიირთვით, მოითხოვეთ საჭმლის შეფუთვა წასაღებად. სანამ შეკვეთამდე მიხვალთ კი, აუცილებლად გამოკითხეთ მიმტანს, თუ როგორ მზადდება ესა თუ ის საკვები, რა ინგრედიენტებითა და დანამატებით კეთდება იგი, რამდენ ხანს ხარშავენ, წვავენ და რამდენია მათი ცხიმის დონე. 
შეარჩიეთ სწორი ტემპი
ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, იმისათვის, რომ აღიქვას თქვენი დანაყრების დონე, შესაბამისად თუ ნელა მიირთმევთ, მიხვდებით, რომ ბევრი საჭმელი სულაც არ არის საჭირო. პერიოდულად შეისვნეთ და ცოტა საკვებიც საკმარისი იქნება შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად.