ცურვის დადებითი ეფექტები გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე

22 ნოემბერი 2017

ცურვა არის ერთგვარი აერობიკის ვარჯიში, რომელიც აუმჯობესებს ძალას, მოქნილობას, ბალანსს, კოორდინაციას და, რაც მთავარია, გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. ფაქტია, რომ რეგულარულ ცურვით ვარჯიშს შუძლია გააუმჯობესოს გულის კუმშვადობა და ფილტვების მდგომარეობა, შეამციროს არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე. აღნიშნული შედეგის მისაღწევად საჭიროა, ადამიანმა ცურვას დაუთმოს კვირაში 150 წუთი.

გულის კუმშვადობის გაუმჯობესება
გულის კუმშვადობა გულის კუნთებს აძლევს შეკუმშვისა და დასვენების უნარს.  ამ დროს ამოტუმბული სისხლი და ჟანგბადი გულის არიდან მიეწოდება სხეულის სხვა ლოკაციებს. გულის კუმშვადობის გაუმჯობესებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება სისხლისა და ჟანგბადის მიწოდება, რაც პირდაპირ კავშირშია ყოველდღიურ კეთილდღეობასთან.

არტერიული წნევის რეგულირება
როდესაც სხეული არის პერპენდიკულარულ პოზიციაში, გული მუშაობს ძლიერად, რათა ქვედა კიდურებიდან ამოტუმბოს სისხლი და ჟანგბადი, შემდეგ კი ისევ მათკენ გაუშვას. ცურვის დროს სხეული იმყოფება ჰორიზონტალურ პოზიციაში, რის შედეგადაც გულს აღარ უწევს ისე მძლავრად მუშაობა. ცურვა ძაბავს გულ–სისხლძარღვთა სისტემას არტერიული წნევის ზრდის გარეშე.

ნაკლები გულის შეკუმშვის სიხშირე
ცურვისას მცირდება გულის შეკუმშვის სიხშირე, რის შედეგადაც იკლებს გულის კუნთების მუშაობის სიმძლავრეც. აღნიშნული მოვლენა დიდი ეფექტურობით გამოირჩევა გულის დაავადებების პრევენციისათვის და იგი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს სხეულს

ფილტვების ფუნქციონირების გაუმჯობესება
ფილტვები – გულ–სისხლძარღვთა სისტემის კიდევ ერთი კომპონენტია. რეგულარულ ცურვას უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია ფილტვებისათვის. ცურვა ზრდის დიაფრაგმის ზომასა და ქმედითუნარიანობას, რაც პირდაპირ კავშირშია სუნთქვის გაუმჯობესებასთან. ასევე ცურვა ზრდის ზოგიერთ კაპილარს, რომელიც არის გადამწვეტი მნიშნველობის ჟანგბადის მიწოდების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ცურვითი ვარჯიშები ხელს უწყობს სხეულის მიერ ჯანგბადის შთანთქმას, განაწილებას და უტილიზაციას.