07 ნოემბერი 2017

თუ კორონარული არტერია ვიწროა, მაშინ მას არ შეუძლია გულს მიაწოდოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გული ცემს სწრაფად, მაგალითად ვარჯიშის დროს. თავდაპირველად სისხლის მიწოდების კლებას არ აქვს რაიმე თვალსაჩინო სიმპტომები, თუმცა ნელ–ნელა გამოვლინდება სიმპტომები, მაგალითად:

გულ–მკერდის ტკივილი (ანგინა)
შესაძლოა იგრძნოთ დაწოლა ან მოჭერა გულის არეში, ისე თითქოს ვიღაც იდგეს თქვენზე. ტკივილი მიემართება ანგინისაკენ. ძირითადად ტკივილის არეალია მკერდის შუა ან მარცხენა ნაწილი. ანგინა ძირითადად გამოწვეულია ფიზიკური ან ემოციური სტრესით. ჩვეულებრივ, ტკივილი გადის რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც გაივლის სტრესული მდგომარეობა. ქალებში ტკივილი ძირითადად მკვეთრი და მჭრელია, კისრის, ხელის ან ზურგის არეში.

სუნთქვის აჩქარება
თუ გულს არ შეუძლია ამოტუმბოს საკმარისი რაოდენობის სისხლი, სუნთქვა ხდება სწრაფი, ხანმოკლე და დაძაბული.

გულის შეტევა
სრულიად დაბლოკილმა კორონარულმა არტერიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. გულის შეტევის კლასიკური სიმპტომებია მაღალი ინტენსივობის დაწოლა გულზე და მხრის ან ხელის ტკივილი, ხანდახან მოკლე–მოკლე სუნთქვით და ოფლდენით.

როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ გულის შეტევა, მაშინვე დარეკეთ სასწრაფოში. თუ არ შეგიძლიათ სასწრაფოსთან დაკავშირება თხოვეთ ვინმეს, რომ წაგიყვანოთ მანქანით უახლოეს საავადმყოფოში. უკიდურეს მდგომარეობაში წადით საკუთარი ფეხით.

გამომწვევი მიზეზები
კორონარული არტერიის დაავადება გამოწვეულია შიდა ფენის დაზიანებით ან ტრამვით, ხანდახან ბავშვობის ასაკში. დაზიანება გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით:

  • მოწევა
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი
  • დიაბეტი
  • უმოძრაო ცხოვრების სტილი

როგორც კი დაზიანდება კორონარული არტერიის შიდა კედელი, თრომბოციტები ქმნიან ქოლესტერინს და სხვა უვარგის უჯრედებს და გროვდებიან დაზიანებულ ადგილას, რომელსაც ეწოდება ათეროსკლეროზი.  შეგროვებული თრომბოციტები ცდილობენ აღადგინონ დაზიანებული უბანი, რაც იწვევს არტერიის დაბლოკვას, შემდეგ კი გულის შეტევას.

რისკ-ფაქტორები:

  • ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არტერიის შევიწროვებისა და დაზიანების რისკი.
  • სქესი- ჩვეულებრივ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო ხშირად აწუხებთ კორონარული არტერიის დაავადებები, თუმცა ქალებშიც იზრდება რისკ-ფაქტორები მენოპაუზის შემდეგ.
  • გენეტიკა- უდიდეს რისკ-ფაქტორად ითვლება, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ახლო ნათესავს გულის დაავადება ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა. რისკი ძალიან მაღალია თუ თქვენ მამას ან ძმას ჰქონდა კორონარული არტერიის დაავადების დიაგნოზი 55 წლამდე, ხოლო დედას ან დას 65 წლამდე.
  • თამბაქოს მოხმარება- მწეველთათვის და ასევე პასიურ მწეველთათვის მნიშვნელოვნად იზრდება დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები. 
  • მაღალი არტერიული წნევა- გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევის შედეგი შესაძლოა იყოს არტერიის გამაგრება და გასქელება, რის შედეგადაც ვიწროვდება არხი, რომლითაც ხდება სისხლის ამოტუმბვა. 
  • სისხლსში მაღალი ქოლესტერინის დონე- ქოლესტერინის მაღალ დონეს შეუძლია სისხლში წარმოქმნას თრომბოციტები და ათეროსკლეროზი.
  • დიაბეტი-მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია გულის დაავადებებისათვის. 
  • ჭარბი წონა-აუარესებს სხვა რისკ-ფაქტორებს. 
  • ფიზიკური უმოქმედობა- ფიზიკურად არააქტიური მდგომარეობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია როგორც კორონარული არტერიის დაავადებების, ისე მისი სხვა რისკ-ფაქტორებისაც. 
  • დიდი სტრესი- ცხოვრებისეულმა დიდმა  სტრესმა შესაძლოა, დააზიანოს არტერია და ასევე გააუარესოს სხვა რისკ-ფაქტორებიც. 

რისკ-ფაქტორები ხშირად ჯაჭვივით გადაბმულია ერთმანეთზე და ერთის წარმოქმნა ხელს უწყობს მეორის გაუარესებას. ერთად შეჯგუფებული რამდენიმე რისკ-ფაქტორი კი წარმოქმნის უფრო დიდი მასშტაბის საშიშროებას. 

არის შემთხვევები, როდესაც კორონარული არტერიის დაავადება ვითარდება კლასიკური რისკ-ფაქტორების არსებობის გარეშე. მკვლევრები დღემდე სწავლობენ სხვა შესაძლო ფაქტორებს:

  • ძილის აპნოე- დარღვევისას აღინიშნება სუნთვის მოულოდნელი შეწყვეტა და გაგრძელება ძილის დროს, რაც იწვევს არტერიული წნევის აწევას და დაძაბულობას გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. აღნიშნულმა მოვლენამ შესაძლოა წარმოქმნას კორონალური არტერიის დაავადება.
  • მაღალი ტრიგლიცერიდები არის სისხლში არსებული ლიპიდების სახეობა. მისი გადაჭარბებული ოდენობა ზრდის გულის დაავადების რისკ-ფაქტორს, განსაკუთრებით ქალებში. 
  • ძლიერი მგრძნობელობა C-რეაქტიულ პროტეინზე- C-რეაქტიული პროტეინი არის ნორმალური პროტეინი, რომლის დონეც იწევა, მაშინ, როდესაც ორგანიზმში სადმე მიმდინარეობს ანთებითი პროცესი. ვარაუდობენ, რომ სისხლში პროტეინების დიდი რაოდენობით არსებობისას ვიწროვდება არტერიის არხი. 

გართულებები:

  • გულის ტკივილი -კორონარული არტერიის შევიწროვებასთან ერთად, გულს აღარ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის მიღება, განსაკუთრებით კი ფიზიკური აქტივობის დროს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი და ანგინა. 
  • გულის შეტევა- თუ დაირღვევა ქოლესტერინის დაფა და სისხლის კოლტები, შესაძოა მოხდეს გულის სრული ბლოკადა, რაც გამოიწვევს შეტევას. სისხლის ნაკლებობა აზიანებს გულის კუნთებსაც და ზიანი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ხანში მოხდება მკურნალობა.
  • გულის უკმარისობა- შემცირებული სისხლის მიწოდების გამო თუ გულის რომელიმე არეს ჩამოერთვა საკმარისი ჟანგბადის და ნუტრიენტები ან თუ გული დაზიანდა შეტევის შედეგად, იგი ხდება ძალიან სუსტი და აღარ შეუძლია სისხლის საკმარისი ოდენობით ამოტუმბვა. აღნიშნული მოვლენა არის გულის უკმარისობა. 
  • არითმია- თუ გულს მიეწოდება არასკმარისი ოდენობის სისხლი ან თუ დაზიანებულია გულის ქსოვილი, შესაძლოა ხელი შეეშალოს გულის ნორმალური რიტმის არსებობას