თიაქრების მკურნალობა და პოსტოპერაციული ზრუნვა

06 ნოემბერი 2017

მუცლის თიაქარი არის მუცლის ღრუს ორგანოების (ვისცერული) გამოსვლა გარეთ კედლის დეფექტიდან კანქვეშ.თიაქრების ყველაზე გავრცელებული ფორმაა აბდომინალური თიაქარი (ანუ მუცლის თიაქარი). ამ დაავადებით მსოფლიო მოსახლეობის 8 პროცენტია დაავადებული. არსებობს მუცლის თიაქრის სხვადასხვა სახეები: საზარდულის თიაქარი, ბარძაყის თიაქარი, ოპერაციის შემდგომი თიაქარი, ჭიპის თიაქარი, თეთრი ხაზის თიაქარი, პარაუმბილიკალური თიაქარი და სხვა სახის თიაქრები. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: 

  1. შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი სისუსტე;
  2. სიმსუქნე;
  3. ოპერაციის შემდგომი დეფექტები;
  4. ფიზიკური გადატვირთვა
  5. შეკრულობა;
  6. ორსულობა და მშობიარობა;
  7. ასციტი;
  8. გახანგრძლივებული ხველა;
  9. და სხვა.

მუცლის თიაქრის კლინიკური ნიშნებია გამობერილი სიმსივნური წარმონაქმნი მუცლის წინა კედელზე, რომელიც უფრო შესამჩნევი ხდება დახრისას, წელში გამართვისას, ღრმად ჩასუნთქვისას ან ხველისას. შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი თიაქრის ადგილას. ფიზიკური დატვირთვისას შესაძლებელია ტკივილისა და ჩივილების გაძლიერება როგორც თიაქრის ადგილას აგრეთვე მუცელში დიფუზურად (მუცელში გავრცობილად). საზარდულის თიაქრის დროს პერიოდული ტკივილი ან გამობერილობა სათესლე ჯირკვლების გარშემო, მამაკაცებში სქესობრივ დისფუნქციას.მისი გართულებების მიზეზი ხშირად დაგვიანებული, არადროული მკურნალობაა. თიაქრის ხშირი გართულებაა ჩაჭედვა, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა ან სხვა პერიტონეალური (მუცლის ღრუს) ორგანოების ჩაჭედვა, რაც  დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს, ნეკროზს, განგრენას რაც ორგანოების რეზექციის (ამოჭრის) მიზეზიც ხდება, რაც შეიძლება ლეტალობით  დამთავრდეს. ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ქირურგს.მუცლის თიაქრის სრულყოფილი პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება მისი გაზრდისგან პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა (სიმძიმეების აწევა) და თიაქრის ბანდაჯის ტარება მაგრამ ეს არ არის თიაქრის მკურნალობა.მკურნალობის მეთოდები: თიაქრის მკურნალობა მსოფლიო მედიცინის სტანდარტებით მხოლოდ ქირურგიული ჩარევით შეიძლება. ამიტომ თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ, გაქვთ თიაქრის ნიშნები, რაც შეიძლება მალე ეწვიეთ ქირურგს გაიარეთ კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ნუ გადადებთ  ოპერაციას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თიაქრის ტკივილებსა და სხვა სიმპტომებს საწყის ეტაპზე შეიძლება გაუმკლავდეთ, მაგრამ ყოველთვის არის რისკი დაავადების გამწვავების.ქირურგიული მკურნალობის რამოდენიმე სახე არსებობს: პლასტიკა ადგილობრივი ქსოვილებით, პლასტიკა საპროტეზო (ბადის)  მასალის გამოყენებით და ლაპაროსკოპიული (უსისხლო) ოპერაცია საპროტეზო მასალის გამოყენებით.

უპირატესობა ლაპაროსკოპიული ოპერაციის მდგომარეობს: 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები