სწორი კვება ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ

05 ნოემბერი 2017

ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიეტური კვება. ეს დაგეხმარებათ  დისკომფორტის თავიდან აცილებაში და გაგიადვილებთ მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან შეგუებას.
ყოველწლიურად 600 000- ზე მეტი ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტიდან და სანაღვლე გზებიდან კენჭების ქირურგიული გზით მოცილება) კეთდება.
ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს ღვიძლში წარმოქმნილ ნაღვლის რეზერვუარს. როცა ის ნორმალურად ფუნქციონირებს, ეხმარება ორგანიზმს ცხიმიანი საკვების მონელებაში. ქოლეცისტექტომიის შემდეგ პაციენტთა ნახევარს სწორედ ცხიმის მონელების პრობლემა ექმნება, ამიტომ ექიმი ყოველთვის იძლევა რჩევებს თუ როგორ ვიკვებოთ პოსტოპერაციულ პერიოდში უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.

  1. ოპერაციის შემდგომ დღეებში მიიღეთ თხიერი საკვები, ჩაი, ორცხობილა, ნაკლებად კონცენტრირებული ბულიონი, კომპოტი, ხილის რბილობის გარეშე. ეტაპობრივად დაამატეთ მყარი საკვები.
  2. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან კერძებს, რომლებიც არ იწვევს მუცლის შებერილობას . ცხიმი უნდა შეადგენდეს დღიური კალორაჟის 30%-ს. თუ იღებთ 1800 კკალორიას, აქედან ცხიმი არ უნდა აღემატებოდეს 60 კკალორიას.
  3. ოპერაციის შემდგომ პერიოდში არასწორი კვება იწვევს მუცლის შებერვას, დიარეას, ტკივილს, ყაბზობას.
  4. დააკვირდით, ახალი საკვების დამატების შემდეგ რა გიქმნით პრობლემას და შეზღუდეთ მისის მიღება

არ მიირთვათ : ცხარე და ცხიმიანია საკვები, ცხიმიანი ხორცი, რძე, ნაყინი, პიცა, კარაქი, შოკოლადი, ფრინველის კანი  რაციონში ეტაპობრივად დაამატეთ  ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ბოსტნეული, მარცვლეული

პაციენტთა უმრავლესობა ერთ თვეში უბრუნდება კვების ნორმალურ რეჟიმს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ექიმის განმეორებითი კონსულტაცია.

თუ გაწუხებთ ტკივილი მუცელში, გულისრევა, პირღებინება, მუცლის შებერილობა, სიყვითლე, თუ ოპერაციის შემდეგ 3 დღე არ გაქვსთ დეფეკაცია ან პირიქით, გაქვთ დიარეა, რომელიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება მიმართეთ ექიმს.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მკურნალობის შემდგომ პერიოდში, დროის გასვლასთან ერთად აკონტროლეთ თქვენი ტოლერანტობა ჭარბცხიმიან და ბოჭკოთი მდიდარ საკვებზე.

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები