29 ოქტომბერი 2017

მეტაბოლური ქირურგია და სხვა წონაში დასაკლები ქირურგიული ოპერაციები იწვევენ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებას, რათა შეზღუდონ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ან  შეამცირონ ნუტრინების შეწოვა ორგანიზმში, რაც წონის მატებას უწყობს ხელს. ბარიატიული ქირურგია და მისი მსგავსი ქირურგიული ჩარევები მაშინ ხდება საჭირო, როცა დიეტას და ვარჯიშს შედეგი არ მოაქვს, ან იმ შემთხვევებში, როცა ჭარბი წონის გამო ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი ადგება. 

ბარიატული ქირურგია საერთო სახელია იმ მრავალგვარი ქირურგიული ოპერაციებისა, რომელიც წონის კლების ფარგლებში კეთდება. წონის კორექციის ქირურგიიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციის სახეა გასტრიკბაიპასი, რადგან მას ყველაზე ნაკლები სირთულეები ახლავს თან.

ზოგადად, წონის კლების ოპერაცია, როგორც ნებისმიერი რთული ქირურგიული ჩარევა, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად საჭიროა კვების რაციონის კონტროლი და პერიოდულად ფიზიკური ვარჯიშებით ორგანიზმის დატვირთვაც, რათა ოპერაციამ სრული შედეგი დაგვანახოს. 

რატომ კეთდება ოპერაცია?
გასტრიკბაიპასი კეთდება იმის გამო, რომ შეზღუდოს ჭარბი წონის რაოდენობა ორგანიზმში და შეამციროს ჯანმრთელობის პრობლემების ის გარდაუვალი რისკები, რაც მომატებულ კილოგრამებს ახლავს თან. ასეთებია: 

  • კუჭის უკუკცევითი დაავადებები
  • გულის დაავადებები
  • სისხლის მაღალი წნევა
  • მძიმე ძილის აპნეა
  • დიაბეტი
  • ინსულტი

ვისთვის არის საჭირო ოპერაცია?
ზოგადად, გასტრიკბაიპასის გაკეთება ხდება საჭირო მაშინ : 
როცა თქვენი სხეულის მასის ინდექსი არის 40 ან მეტი
თქვენი სხეულის მასის ინდექსი მერყეობს 35-დან 39-ის ჩათვლით, თუმცა გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ზოგიერთ შემთხვევებში ოპერაცია ინიშნება მასის ინდექსის 30-34 ფარგლებშიც, როცა ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა

რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასტრიკბაიპასი არ უკეთდება ყველას, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. მანამ, სანამ ოპერაციას გადაწყვეტდეთ უნდა გაიკეთოთ მრავალმხრივი გამოკვლევები, სცადოთ ჯანმრთელი ცხოვრების სტილის დაცვა, შეცვალოთ კვების რაციონი და იზრუნოთ ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 

რისკები
მსგავს ოპერაციას თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, იშვიათ შემთხვევებში კუჭის დაპატარავებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუვალობა, ან პირიქით, დიარეა, გულის რევა, დაიწიოს შაქრის რაოდენობამ ორგანიზმში, მოხდეს კუჭის პერფორაცია. სწორი მკურნალობის შემთხვევაში თქვენ ამ რისკებს თავიდან აიცილებთ. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია მდგომარეობის რეგულირება და მეთვალყურეობა.

როგორ მოვემზადოთ ოპერაციისთვის
თუ აღმოჩნდა, რომ აუცილებელია გასტრიკბაიპასის ჩატარება, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმებთან და ჩაიტაროთ სპეციალური ლაბორატორიული ტესტირებები და გამოცდები. აუცილებელია აკონტროლოთ თუ რას ჭამთ, რას სვამთ და რა მედიკამენტებს იღებთ. სასურველია თუ გარკვეულ ფიზიკურ აქტივობებსაც შეასრულებთ ექიმის დავალებით და შეწყვეტთ სიგარეტის მოწევას.

რას უნდა ველოდოთ?
გასტრიკბაიპასის ოპერაცია ჩვეულებრივად, საავადმყოფოში მიმდინარეობს. კეთდება ანესთეზია. ოპერაციის მიმდინარეობა და შედეგები, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენი მდგომარეობის სირთულეზე, ორგანიზმზე და სპეციალისტებზე, რომლებიც პროცედურას ატარებენ. დღესდღეობით მსგავსი ოპერაციები ლაპაროსკოპიით კეთდება და გრძელდება რამდენიმე საათი. დასრულების შემდგომ საავადმყოფოში 3-იდან 5 დღემდე მოგიწევთ დარჩენა.

შედეგები
გასტრიკბაიპასი შედეგად გვაძლევს გრძელვადიან წონის კლებას. წონის რაოდენობრივად შეფასება ორგანიზმიდან გამომდინარე ხდება. ოპერაციის შემდგომ შეიძლება დაიკლოთ თქვენი წონის ნახევარი, ან მოიშოროთ მხოლოდ ჭარბი-ზედმეტი კილოგრამები და შეინარჩუნოთ იგი ამ მდგომარეობაში. 
აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდგომ ყველა წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა მწყობრში დგება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და მსუბუქი. 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები