2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო , ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
„Vivo Medical Group”- ის მიზანია არსებული კლინიკებისა და მომსახურეობის მოდერნიზაცია , პაციენტზე მორგებული სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება , მომსახურეობის ზრდა და მუდმივი მონიტორინგი. ამავდროულად ჯგუფის ამოცანაა მსოფლიო მედიცინაში არსებული ინოვაციური მეთოდების ინტეგრაცია ჯგუფის წევრ კლინიკებში, დეფიციტური სამედიცინო სერვისების და სივრცის შექმნა.პაციენტზე ორიენტირებული მაქსიმალურად რაციონალიზებული , თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული სამედიცინო სერვისები , რომელთა ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ანალოგებთან .