ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა. ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში. ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.
ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას. გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.
ღვიძლის მოვლას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. იგი უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული და მასთან ერთად მოქმედებს. თუ მისი ფუნქციები დაირღვევა, იგი მთელს სისტემაზე ცუდად იმოქმედებს და გამოიწვევს მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, გადაღლილობას, სტრესსა და იმუნური სისტემის დასუსტებას.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელი მდგომარეობა, რათა თვენს ორგანიზმს არ შეექმნას პრობლემები.
არ დალიოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი
ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ღვიძლის უჯრედებს შლის და აზიანებს, შეიძლება გამოიწვიოს მისი შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რომელსაც ციროზი ჰქვია და მომაკვდინებელიც კია.
მიირთვით ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად
სწორი კვებით თქვენ გააკონტროლებთ წონას და არ გამოიწვევთ ღვიძლის გაცხიმოვანებას, რომელიც ასევე ცეროზის განვითარებას უწყობს ხელს. ღვიძლის მოვლისა და მკურნალობისთვის საუკეთესოა ნატურალური საშუალებები. თუ გიყვართ ჩაი, მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც თქვენს ღვიძლს, ისე - ორგანიზმს. საკვები, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, იცავს თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ საღ უჯრედებს და იწვევენ სერიოზულ დაავადებებს. ანტიოქსიდანტების შემცველი საჭმლის მიღება დაგეხმარებათ ამის თავიდან აცილებაში. ანტიოქსიდანტებს შეიცავს: ვაშლი, მარწყვი, თხილი, ლობიო და სხვა.
ფრთხილად იყავით მედიკამენტების მიღებისას
ძალიან ბევრი მედიკამენტია, რომელიც ღვიძლს აზიანებს. არსებობს ქოლესტერინის შემცველი წამლები, რომლებსაც გვერდითი მოვლენები აქვთ და ღვიძლის პრობლემებს იწვევენ. ყველაზე ხშირად ტკივილგამაყუჩებლები ხდებიან ღვიძლის დამზიანებლები, რადგან ისინი შეიცავენ აცეტამინოფენს, რომელიც ამ ორგანოს პირველი მტერია.
გირჩევთ, დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებას თავი აარიდოთ, თუ ეს აუცილებელი არ არის.
შეეცადეთ დაიცვათ ღვიძლი ფიზიკური დაზიანებისგან
აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ, თუ რაიმე სპორტით ან ექსტრემით ხართ გატაცებული. ფიზიკური დაზიანებები ცუდად აისახება ღვიძლის მოქმედებაზე, მითუმეტეს, თუ დაზიანებები ღვიძლთან ახლოს ხვდება.
ყველაზე მთავარი რჩევა კი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა. დაიწყეთ ვარჯიში, რაც სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი - ღვიძლს.