რა არის ინსულტი?
კარდიოვასკულარული დაავადებებისგან გარდაცვილი 800,000 ამერიკელიდან დაახლოები 130,000 იღუპება ინსულტის გამო. ნებისმიერი მიზეზით ყოველ 19 სიკვდილში 1 ინსულტითაა გამოწვეული.
ინსულტი ვითარდება მაშინ, როცა ტვინს არ მიეწოდება საკმარისი სისხლი, ან ტვინში სისხლძარღვი სკდება. შესაძლებელია ინსულტის რისკის მნიშვნელოვნად შემცირება ცხოვრების სტილის ცვლილებითა და ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტების მიღებით.

ხართ თუ არა საშიშროების ქვეშ?
თეორიულად ყველას, მათ შორის ბავშვსაც, შეიძლება დაემართოს ინსულტი. ყოველწლიურად დაახლოებით 610,000 ადამიანს ემართება შეერთებულ შტატებში ინსულტი.
არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ადამიანის გაკონტროლებას არ ექვემდებარება და ზრდის ინსულტის რისკს. მათ შორის არის ასაკი, სქესი და რასა.  მაგრამ, არსებობს ბევრი არაჯანსაღი ჩვევა, მაგალითად: მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მიღება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. მაღალი ქოლესტირინი, მაღალი წნევა და დიაბეტიც შეიძლება იყოს ინსულტის რისკის გაზრდის მიზეზი. თუმცა, მათი მკურნალობა ხელს უწყობს ინსულტის რისკის შემცირებას. 

რა არის სიმპტომები?
ინსულტის ხუთი ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის:

  • გაბუჟების ან სისუსტის შეგრძნება სახეზე, მკლავში ან ფეხში.
  • დაბნეულობა ან ლაპარაკის ან მოსმენის უნარის წართმევა
  • ხედვის გაუარესება ცალ ან ორივე თვალში
  • თავბრუსხვევა, ბალანსის ან კოორდინაციის დაკარგვა 
  • მწვავე და უმიზეზო თავის ტკივილი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ნაცნობს აქვს ინსულტის ნიშნები, დარეკეთ სასწრაფოში.

შესაძლებელია ინსულტის თავიდან არიდება?
არსებობს რამდენიმე გზა მისი რისკის თავიდან ასაცილებლად:

  • იკვებეთ ჯანსაღად
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა
  • იყავით ფიზიკურად აქტიური
  • მოერიდეთ სიგარეტს
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება

როგორ მკურნალობენ ინსულტს?
ინსულტის დროს პაციენტმა შეიძლება მიიღოს სასწრაფო დახმარება, მკურნალობა რომ არ მოხდეს კიდევ ერთი ინსულტი ან რეაბილიტაცია დაკარგული უნარების დასაბრუნებლად.

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები