ჰიპოთირეოზის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავებული, რაც დამოკიდებულია ჰორმონების დეფიციტის დონეზე. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამასთან დაკავშირებული პრობლემები ყალიბდება ნელა, ხშირად წლების განმავლობაშიც კი.
თავიდან, შეიძლება ჰიპოთირეოზის სიმპტომები თითქმის შეუმჩნეველი იყოს, როგორც მაგალითად დაღლილობა ან წონის მატება. ეს შეიძლება მიაწეროთ ასაკის მატებას. მაგრამ როცა მეტაბოლიზმი იწყებს შენელებას, შეიძლება შეამჩნიოთ უფრო აშკარა სიმპტომებიც. ჰიპოთირეოზის სიმპტომებია:
- დაღლილობა
- გაზრდილი მგრძნობელობა სიცივის მიმართ
- შეკრულობა
- კანის სიმშრალე
- წონის მატება
- სისუსტე ან ტკივილი კუნთებში
- ქოლესტერინის დონის მატება
- ტკივილი სახსრებში
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- თმის გათხელება
- პულსის დაცემა
- დეპრესია
- მეხსიერების გაუარესება
როცა ჰიპოთირეოზს არ ვუმკურნალებთ, ნიშნები და სიმპტომები შეიძლება უფრო გაუარესდეს. ფარისებრი ჯირკვლის მუდმივი სტიმულირებისას გამოიყოფა მეტი ჰორმონები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ზომაში ზრდა. ასევე შეიძლება ამან გამოიწვიოს გულმავიწყობა, ფიქრის შენელება და დეპრესიის გრძნობა.
მწვავე ჰიპოთირეოზი, მიქსედემა იშვიათია, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. მიქსედემის ნიშნებია დაბალი წნევა, სხეულის ტემპერატურის დაცემა, რეაქციის სიმცირე და უკიდურეს შემთხვევაში კომაც. ექსტრემალურ შემთხვევებში მიქსედერმა შეიძლება იყოს ფატალური.
როდის უნდა ვნახოთ ექიმი
ეწვიეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ მიზეზის გარეშე თავს დაღლილად გრძნობთ ან გაქვთ ზემოაღნიშნული სხვა სიმპტომები.
ასევე პერიოდულად აუცილებელია ექიმის ნახვა თუ გაკეთებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ან რადიოაქტიული იოდის მკურნალობა, რადიაციული თერაპია თავის, კისრის ან მკერდის არეში. თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტორებმა ჰიპოთირეოზი შეიძლება გამოიწვიოს მრავალი წლის შემდეგ.
თუ გაქვთ სისხლში ქოლესტირინის მაღალი დონე, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეიძლება თუ არა ეს იყოს ჰიპოთირეოზის ბრალი. თუ გადიხართ ჰორმონულ თერაპიას ჰიპოთირეოზისთვის, დანიშნეთ შემდგომი შეხვედრები ისეთი სიხშირით, როგორც თქვენი ექიმი გირჩევთ. საჭიროა დარწმუნდეთ, რომ იღებთ წამლის სწორ დოზას. დროთა განმავლობაში შესაძლებელია დოზის ცვლილებაც.