ტვინის სიმსივნე: სიმპტომები და მიზეზები

06 ნოემბერი 2017

ტვინის სიმსივნის სიმპტომები დიდი ვარიაციით ხასიათდება და დამოკიდებულია მის ზომაზე, ლოკაციასა და ზრდის სისწრაფეზე, თუმცა შესაძლოა ჩამოითვალოს საზოგადოდ ყველაზე გავრცელებული მახასიათებლები:

  • ახალი შეტევები ან ცვლილება თავის ტკივილისას
  • თავის ტკივილი, რომელიც ხდება მუდმივი და აუტანელი
  • უმიზეზო გულისრევა
  • ხედვის პრობლემები: გაორება, გაბლარვა ან პერიფერიული ხედვა
  • ხელებისა თუ ფეხების არეში მოძრაობისა და შეგრძნებების თანდათანობითი კლება
  • სირთულეები წონასწორობის შენარჩუნებისას
  • მეტყველების სირთულეები
  • დაბნეულობა ყოველდღიურ საკითხებში
  • პერსონალური ქცევების ცვლილება
  • შეტევები
  • სმენის პრობლემები

თუ აღნიშნული სიმპტომები ნაცნობია თქვენთვის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მიზეზები
პირველადი ტვინის სიმსივნეები წარმოიქმნება თავად ტვინში ან მის მიმდებარე ქსოვილებში, როგორიც არის, თავის ქალის ნერვები, ჰიპოფიზი ან გირჩისებრი ჯირკვალი. პირველადი ტვინის სიმსივნე არის დნმში ნორმალური უჯრედის მუტაციის შედეგი. ეს მუტაცია უჯრედეს აძლევს გაზრდის საშუალებას.  იგი იყოფა, როდესაც მიაღწევს გიგანტურ მასშტაბს და ამგვარი მუტაციური უჯრედები ცოცხლობენ ნორმალური უჯრედის სიკვდილის მერეც. ამ პროცესის შედეგი არის უამრავი პათოლოგიური უჯრედი, რომელიც ფორმირდება სიმსივნედ.

პირველადი ტვინის სიმსივნეები ნაკლებად ერთობლივია ვიდრე მეორადი, რომელშიც სიმსივნე იწყება სხვანაგან და შემდგომ ვრცელდება ტვინში. 

ტვინის პირველადი სიმსივნის უამრავი სახე არსებობს. თითოეული მათგანის სახელწოდება მოდის იქიდან თუ კონკრეტულად რომელი ნერვებია ჩათრეული. 

  • გლიომა იწყება თავის ან ზურგის ტვინში
  • მენინგომა წარმოიქმნება თავისა და ზურგის ტვინის მემბრანაზე. იგი ძირითადად არ არის ავთვისებიანი
  • ნევრინომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე. იგი წარმოიქმნება ნერვებზე, რომლებიც პასუხისმგებელია წონასწორობის შენარჩუნებასა და სმენაზე.
  • ჰიპოფაზიური ადენომა უმეტესად არის კეთილთვისებიანი და წარმოიქმნება პიტუიტარული ჯირკვლიდან, რომელიც გავლენას ახდენს ჰიპოფაზიურ ჰორმონებზე. 
  • გრანულობასტომა ყველაზე მნიშვნელოვანი სიმსივნე ბავშვებში. იგი იწყება თავის ტვინის უკანა ნაწილში და ვრცელდება ცერებროსპინალური სითხის საშუალებით. აღნიშნული სახეობა ნაკლებად გვხვდება მოზრდილებში.
  • მარტივი ნეიროექტოდერმული სიმსივნე გვხვდება საკმაოდ იშვიათად. მისი საწყისი ლოკაცია არის ემბრიონული ტიპის უჯრედები, თავის ტვინის ნებისმიერ უბანზე. 
  • სასქესო უჯრედის სიმსივნე ვითარდება ბავშვობის ასაკში, სათესლე ჯირკვლებისა და საკვერცხეების ფორმირებისას. ხანდახან სასქესო უჯრედის სიმსივნეები გადაინაცვლებს სხვა ნაწილებშიც, მაგალითად ტვინში. 
  • ქრაინოფარინგომა  არის იშვიათი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიშობა ჰიპოფიზის მახლობლად. მას ახასიათებს ზრდის ნელი ტემპი. 

ტვინის მეორადი სიმსივნეები
მეორადი ანუ მეტასტაზური ტვინის სიმსივნე წარმოიქმნება სხეულის სხვა ნაწილში და შემდეგ ვრცელდება ტვინში. 
ძირითადად ტვინის მეტასტაზურ სიმსივნეს ვხვდებით ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ გადატანილი სიმსივნე.  

ნებისმიერ სიმსივნეს შეუძლია გავრცელდეს ტვინში, თუმცა ყველაზე ხშირად ამას ახერხებს:

  • მკერდის კიბო
  • მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • თირკმლის სიმსივნე
  • ფილტვის სიმსივნე
  • მელანომა

რისკ ფაქტორები
თავის ტვინის პირველადი სიმსივნის შემთხვევაში, მიზეზები ხშირად არ არის ნათელი, თუმცა ექიმები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს რისკი. 

  • ასაკი- ტვინის სიმსივნის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. 
  • რადიაციული გამოსხივება -ადამიანები, რომლებიც არიან რაიმე იონიზირებული რადიაციული გამოსხივების ქვეშ დგებიან დიდი რისკის ქვეშ. იონიზირებულ რადიაციას ასხივებს რადიაციული თერაპია, რომელიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ. ასევე იგი არის დიდი რაოდენობით ატომურ ბომბებში. 
  • რადიაციის უფრო გავრცელებული ფორმა, ელექტრომაგნიტური ველი გვხვდება ელექტროენერგიის ხაზებში, მობილურ ტელეფონებში, მიკროტალღურ ღუმელში, თუმცა არ არის დამტკიცებული, რომ ისინი იწვევს თავის ტვინის სიმსივნეს.  
  • ოჯახის ისტორია თავის ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით-პატარა სიმსივნის უბანი გამოვლინდება ადამიანებში, რომლის ოჯახშიც არსებობს სიმსივნური ისტორიები. გენეტიკური სინდრომი ტვინის სიმსივნის ყურადსაღები რისკ ფაქტორია.

 

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები