ანტიბიოტიკებს უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადაურჩენია. პენიცილინი, რომელიც 1928 წელს შექმნა ალექსანდ ფლემინგმა, აღიარებულია როგორც ყველაზე დიდი პროგრესი თერაპევტულ მედიცინაში. სიცოცხლის გადამრჩენელი წამალი პირველად მასობრივ პროდუქტად იქცა ამერიკაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ანტიბიოტიკების ოქროს ხანა. დღესდღეობით, მედიცინის მკვლევრები შეშფოთებულნი არიან ბაქტერიების მიერ ანტიბიოტიკებისადმი გამომუშავებული რეზისტენტულობის გამო, რაც გამოწვეულია მედიკამენტების ზედმეტი ან არასწორი მოხმარებით. ანტიბიოტიკორეზისტენტობა სერიოზული საშიშროებაა კაცობრიობისთვის.
მსოფლიოს მოსახლეობა დგას იმ პერიოდის ზღურბლთან, რომელშიც ჩვენი დღევანდელი ანტიბიოტიკები ვერ გაუმკლავდებიან სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტივი კანის ან საშარდე გზების ინფექცია გახდება უკურნებელი.
რა განსხვავებაა ანტიბაქტერიულ პრეპარატსა და ანტიბიოტიკს შორის
ანტიბაქტერიული პრეპარატი არის დიდი კატეგორია წამლების, რომლებიც მოქმედებენ ბაქტერიების, ვირუსებისა და პარაზიტების წინააღმდეგ. ტერმინ ანტიბიოტიკს კი ვიყენებთ უფრო სპეციფიური მედიკამენტებისათვის, რომლებიც ებრძვიან მხოლოდ ბაქტერიებს. ანტიბიოტიკის მაგალითებია: პენიცილინი ან ამოქსიცილინი, ხოლო ანტიბაქტერიულის: ოსელტამივირი ან ტამიფლუ.
ბრძოლის საუკეთესო გზა ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინააღმდეგ
ანტიბიოტიკების არასწორი, გაუკონტროლებელი მოხმარება არის ბაქტერბიების მიერ რეზისტენტობის გამომუშავების ყველაზე მთავარი მიზეზი.
ანტიბიოტიკორეზისტენტობა ნიშნავს, რომ ბაქტერია იძენს იმუნიტეტს ერთი ან რამდენიმე სახეობის ანტიბიოტიკ ის მიმართ და შესაბამისად ანტიბიოტიკები ვეღარ ახერხებენ მათ დახოცვას. პაციენტმა ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიაროს დანიშნულების მიხედვით, რათა ბაქტერიას არ განუვითარდეს პრეპარატის მიმართ გამძლეობა. ასევე, ბოლო წლებში, ანტიბიოტიკების ჭარბად, ხშირად კი უმიზნოდ მოხმარება გახდა რეზისტენტობის განვითარების ძირითადი მიზეზი. ადამიანები მედიკამენტებს იყენებენ ისეთი უმნიშვნელო დაავადებისას, რომლებსაც მათი იმუნიტეტი თავისით გაუმკლავდებოდა. საუკეთესო ბრძოლის გზა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროცესის შეჩერების საშუალება არის მედიკამენტების უფრო ფრთხილი და გონივრული გამოყენება.
რა ვიცით კანდიდემიის შესახებ
ანტიბიოტიკორეზისტენტობა არ ეხება მხოლოდ ბაქტერიებს. ვირუსებიც, სოკოებიც და პარაზიტებიც განიცდიან მუტაციას ანტიბაქტერიულების გამოყენებისას. კანდიდა არის სოკოს სახეობა, რომელიც ჰოსპიტალიზირებულ ადამიანებში იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებას, როგორიცაა კანდიდემია ანუ კანდიდოზი. აღნიშნული ინფექცია გამოწვეულია სწორედ რეზისტენტული სოკოებით. არსებობს კონკრეტული კანდიდას სოკო, რომელიც უკვე წინააღმდეგობას უწევს ანტიმიკოზური, სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტების 3 ძირითად ჯგუფს. სამედიცინო დაწესებულებებშიც კი, სადაც დაცულია ჰიგიენური ნორმები, კანდიდოზი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ეს ორგანიზმი ინფექციას იწვევს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ახალშობილებში ისე ზრდასრულ პაციენტებში და იგი დაფიქსირებულია მსოფლიოს ყველა რეგიონში. აღნიშნული ფაქტი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ არსებობს გლობალური საფრთხე სახელად ანტიბიოტიკორეზისტენტობა, რომელიც ეხება მთელ კაცობრიობას.