ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყოველდღიურად, მათ შორის ზაფხულშიც, უნდა მიიღოს D ვიტამინი.
სინამდვილეში რთულია იმის განსაზღვრა თუ რა რაოდენობის D ვიტამინი უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა. საზოგადოების დიდი ნაწილი განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას, რადგან მცირე რაოდენობის საკვები არის ბუნებრივად გამდიდრებული D ვიტამინით. სწორედ ამიტომ არის მარგებელი ორგანიზმის შევსება ვიტამინების დამატებითი რაოდენობით.
D ვიტამინის როლი მნიშვნელოვანია, რადგან იგი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის დონეს. იგი მუშაობს, როგორც გასაღები, რომელიც სხეულს აძლევს საშუალებას შთანთქას კალციუმი. D ვიტამინი თამაშობს გადამწყვეტ როლს ძლიერი და ჯანმრთელი ძვლების ფორმირებასა და შენარჩუენბაში. იგი ასევე უნარჩუნებს ჯანსაღ მდგომარეობას კუნთებს, ნერვებსა და იმუნურ სისტემას.
კვლევები აჩვენებს, რომ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის მიღება საგრძნობლად ამცირებს ოსტეოპოროზის (ძვლის დაავადება) განვითარების რისკს. ასევე შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდებოდეს გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდური ართრიტი, ქრონიკული ტკივილი, დიაბეტი, მაღალი არტერიალური წნევა, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და ზოგიერთი ტიპის სიმსივნეც.
D ვიტამინს შეიცავს: კვერცხის გული, ყველი, თევზის ქონი, საქონლის ღვიძლი და ისეთი ცხიმიანი თევზები, როგორებიცაა: თინუსი, ორაგული, სარდინია, ქაშაყი და სკუმბრია. ჩამოთვლი საკვებში D ვიტამინი მოიპოვება ძალიან მცირე რაოდენობით, ამიტომ არსებობს D ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტები, მაგალითად: რძე, ზოგიერთი ბრენდის იოგურტი, ხორბლეული და ფორთოხლის წვენი.
ზემოხსენებულის მიუხედავად, ადამაინები მაინც ვერ იღებენ საკმარისი ოდენობის D ვიტამინს. თუ ჯამრთელობის მდგომარეობა გავლენას ახდენს კუჭ–ნაწლავის სისტემაზე, შესაძლოა შემცირდეს D ვიტამინის შთანთქმის უნარი. შეიძლება ითქვას, რომ D ვიტამინის მიღება საკვების საშუალებით საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ არის საჭირო D ვიტამინის მიღება მზის გამოსხივების საშუალებით.
მზის სხივები შეუცვლელი საშუალებაა ადამაინის ორგანიზმისათვის D ვიტამინის გამოსამუშავებლად. უნდა აღინიშნოს, რომ D ვიტამინი ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც სხეული ბუნებრივად წარმოქმნის. მზის სხივებისადმი მიფიცხებისას 7-დეჰიდროკოლესტეროლის წინამორბედი შემადგენლობა ქოლეკალკიფეროლის შემადგენლობაში გადადის. მოგვიანებით საფეხურზე ქოლეკალკიფეროლის შემადგენლობანი გარდაიქმნება კალსიტროლის შემადგენლობებად, რომელიც სხეულში D ვიტამინის აქტიურ ფორმას წარმოადგენს. თავად კალსიტროლი თირკმელების მიერ წარმოიქმნება და შემდგომ იგი საჭიროებისამებრ სხეულის ნაწილებს შორის, განსაკუთრებით კი ძვლებსა და კბილებში მიმოიქცევა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, D ვიტამინი სინთეზირდება ადამიანის კანში მზის სხივების მოქმედებით. მიჩნეულია, რომ დღეში დაახლოებით 15-30 წთ-მდე მზის აბაზანა სახესა და ხელებზე საკმარისია კანში D ვიტამინის ადეკვატური პროდუქციისთვის.
დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა ექიმების რეკომენდაცია D ვიტამინის ყოველდღიური დოზირების შესახებ. დღესაც ამგვარი “დიეტის” სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. ახალგაზრდებმა დღეში უნდა მიიღონ D ვიტამინის 600IU (საერთაშორისო ერთეული), ხოლო 70 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა 800IU. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ახალგაზრდებისათვის D ვიტამინის დღიური ოდენობა უფრო მაღალია, მაგალითად 1500–2000IU.
სანამ გადაწყვეტთ ორგანიზმის გამდიდრებას D ვიტამინით, მიმართეთ ექიმს, რადგან მან უნდა განსაზღვროს მიღების დოზა და ხანგრძლივობა. არ უნდა მოხდეს D ვიტამინის დოზის გადაჭარბება, რადგან ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი მოვლენები.
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 10 44 44