04 თებერვალი 2021

 

ქირურგია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში? რა სახის ზოგად ქირურგიული ოპერაციები ტარდება ?

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას ქირურგიული მიმართულებით.ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრში ტარდება ქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრი სხვადასხვა პათოლოგიებზე.

რა ინოვაციები და უახლესი მეთოდები დაინერგა  თბილისის ცენტრალურ საავად მყოფოში ?

ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ. საქართველოში პირველად, სწორედ, ამ კლინიკაში შესრულდა მთელი რიგი ოპერაციები. ვცდილობთ, ყველა ინოვაცია დავნერგოთ და შედეგად, ამ კლინიკაში პირველად ამიერკავკასიაში ჩატარდა  მეტაბოლური  ოპერაციები (შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 ის ქირურგიული მკურნალობა)

მნიშვნელოვანია ვახსენოთ, ჩვენი გუნდის მიერ პირველად შესრულებული ქირურგიული ჩარევები, როგორებიც არის: საქართველოში პირველად შესრულებული ოპერაციები: მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ლაპაროსკოპიული მიდგომით,    საყლაპავის დივერტიკულის ქვედა მესამედის ენდოსკოპიური მკურნალობა, ახალაზიის ენდოსკოპიური მკურნალობა საკუთარი მოდიფიკაციით, სწორი ნაწლავის მთლიანი ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მიდგომით, კუჭის ექსტირპაცია(მთლიანი ამოკვეთა) ლაპაროსკოპიული მეთოდით. პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში პირველად შესრულებული ოპერაციები: ილეალური (თეძოს ნაწლავის) ინტერპოზიცია ლაპაროსკოპიული მეთოდით.

ყველაზე მეტად რომელი ტიპის ოპერაციას გამოარჩევთ თავისი სირთულიდან გამომდინარე?

ძალიან რთულია პანკრიასზე ოპერაციები, რომელიც ღია წესით კეთდება, საუბარია პანკრიატო-დუოდენურ  რეზექციაზე. მოხარულნი ვართ, რომ კლინიკაში  მუშაობს გუნდი, რომელთაც ხელეწიფება შეასრულოს აღნიშნული ტიპის ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით.  ეს არის დაახლოებით 6-7 საათიანი ოპერაცია, რომელიც ძალიან წარმატებულად იქნა ჩატარებული და ამან საქართველო ევროპის წამყვანი ქვეყნების გვერდით დააყენა,  ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით. სირთულით მეორე ადგილზე ვაყენებთ ჩვენს მიერ საქართველოში პირველად შესრულებულ კომბინირებულ ენდოსკოპიურ ოპერაციას (თორაკო–ლაპაროსკოპიული მიდგომით) საყლაპავის მთლიან ექსტირპაციას (ამოკვეთას), შუა მესამედის სიმსივნეების დროს. ასევე გვაქვს პოსტოპერაციული პერიოდის მართვის უნიკალური გამოცდილება. დღეს ჩვენთვის ნებისმიერი ოპერაციის ლაპაროსკოპიული მეთოდით  შესრულება არის შესაძლებელი და ეს არ წარმოადგენს სირთულეს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში  ტარდება ბარიატიურლი  (წონის კორექციის )ოპერაციები

დიახ, ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც  წლებია ტარდება ყველა ტიპის წონის კორექციის ოპერაცია, მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პციენტის საჭიროების მიხედვით.

რითი გამოირჩევა თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, სადაც თქვენ მოღვაწეობთ?

-არის მთელი რიგი ოპერაციები, რაც მხოლოდ ამ კლინიკაში კეთდება. ყველაზე დიდი გამოცდილება  ამერიკული სტილის ბარიატრიულ და მეტაბოლურ ოპერაციებში გვაქვს. ამ კლინიკაში უცხოელ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა, ჩვენთან კეთდება სრული ლაპაროსკოპიული მომსახურება ონკოლოგიის მიმართულებით მუცლის ღრუში. ლაპაროსკოპიული მეთოდით ვაკეთებთ ოპერაციებს სწორ ნაწლავზე სიმსივნის დროს, ახლახანს შევიმუშავეთ ღვიძლის რეზექციის ჩვენი მეთოდი და მორფოლოგიის ინსტიტუტში გვაქვს  ამ  ექსპერიმენტების  მთელი ციკლი. ასევე გვაქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების შეჩერების  მეთოდიკა.  გარკვეული პერიოდი ვმოღვაწეობდი იტალიაში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ კლინიკაში ვმუშაობთ თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით, ევროპულ და ამერიკულ გაიდლაინებზე დაყრდნობით.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგად  ქირირგიული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მამუკა გონჯილაშვილი

მის: ჩაჩავას 1/ ლუბლიანას 5

ტელ: 2 10 44 44

 

 

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები