პანიკური შეტევები პანდემიურ ერაში

19 იანვარი 2021

 

პანდემიური     გაურკვევლობა და     საკუთარ  ჯანმრთელობაზე  ღელვა მოსახლეობაში  პანიკური   შეტევების  გახშირებას უკავშირდება.  სახლში  დარჩენა,სოციალური დისტანცია კონტაქტების სიმწირე და  დაძაბულობა   პიროვნებაში  ცვლილებებს იწვევს.სიტყვა კარანტინი,მარტო იქნები, მომავლის ბუნდოვანება--  თითქოს  პანიკური შეტევებისთვის   გამოწვევაა.

სამედიცინო  ექსპერტები -Google-ის  მომხმარებლის   რაოდენობის  ზრდას აღნიშნავენ, რომელიც   შფოთვის შესახებ  ინტერესდებიან.  და  მაინც    რა არის ეს  პანიკური შეტევა   და აშლილობა?

პანიკური აშლილობა  განმეორებადი ,მწვავე შეტევებით   მიმდინარე  ავადმყოფური მდგომარეობაა.  რომლის  მანიფესტაცია უმეტესად  სოციალურად აქტიურ ასაკში   ხდება.

პანიკური შეტევები -აუხსნელი,მტანჯველი შიშის და შფოთვის  პაროქსიზმია,სომატური გამოვლინებით.

სიმპტომები:   

გაძლიერებული  გულისცემა,ტაქიკარდია.

ოფლიანობა,ქოშინი,დისპნოე.

ჰაერის უკმარისობა.

ტკივილი  და დისკომფორტი  გულმკერდის არეში.

ტრემორი,შემცივნება.

წონასწორობის კარგვა,თავბრუსხვევა  და  სიცარიელის  განცდა.

პარესთეზიები.

აბდომინალური დისკომფორტი.

სიკვდილის და  გაგიჟების   შიში.

დერეალიზაცია,დეპერსონალიზაცია.

პანიკური აშლილობა  პროდრომით(გარდამავალი პერიოდი)  არ ხასიათდება.სიმპტომები  პიკი  10 წუთია.პაციენტების  უმეტესობა საუბრობს  სიმსუბუქის  განცდაზე --შეტევის  შემდეგ.  ხოლო შეტევებს  შორის ე.წ. მოლოდინის  შფოთვაზე.

კომორბიდობა-აგორაფობია,დეპრესია,სოციალური ფობია,გენერალიზებული  შფოთვითი  აშლილობა,პიროვნული  აშლილობა,ალკოჰოლიზმი,მედიკამენტების  ბოროტად   გამოყენება.

როგორ   მოვიქცეთ  პროფესიონალთან   მისვლამდე?   ბუნებაში  30 წუთი  სეირნობა  და  რიტმული  აერობიკა    სიმპტომებს   შეგიმსუბუქებთ.  აგრეთვე - შეჩერდით,ისუნთქეთ  ღრმად, დააკვირდით  სხეულს  და გააგრძელეთ  ჯანსაღი რუტინა..  ითხოვეთ დახმარება  თუ საჭიროდ ჩათვლით.

პანიკური აშლილობის  თანამედროვე თერაპია  გულისხმობს  ფსიქოთერაპიის (კოგნიტურ-ბიჰევიორული)  და  ფარმაკოთერაპიის    კომპლექსურ  მიდგომებს.აგრეთვე   პაციენტის   ფსიქოგანათლებას- აშლილობის  საფუძველს,მოსალოდნელ დინამიკას  და სხვა.   

თეონა გომართელი,ექიმი- ფსიქოკონსულტანტი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის,საქართველოს   კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების   წევრი.

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები