ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულება

09 თებერვალი 2021

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში ტარდება შემდეგი ტიპის მაღალტექნოლოგიური ქირურგიული ჩარევები:

  1.       ართროსკოპიული ქირურგია : მუხლის სახსრის , კოჭ-წვივის სახსრის , მხრის სახსრის , იდაყვის სახსრის . ჩამოთვილი სახსრების იოგოვანი აპარატის რეკონსტუქციული ქირურგია. ართროსკოპიული მეთოდით სახსარშიდა სტრუქტურების აღდგენა (მენისკის გაკერვა)
  2.       მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება : მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლის სახსარი, მხრის სახსარი, იდაყვის სახსარი. ამერიკული კომპანია ZimmerBiomet უახლესი იმპლანტების გამოყენებით.
  3.       მუხლის სახსრის ნაწილობრივი (მხოლოდ დაზიანებული ნაწილის) ენდოპროთეზირება ამერიკული კომპანია ZimmerBiomet ინოვაციური Persona Partial Knee სისტემის გამოყენებით.
  4.       პირველადი მოტეხილობების და მოტეხილობის გართულებების ოპერაციული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია ამერიკული კომპანია ZimmerBiomet იმპლანტების გამოყენებით.
  5.       ძვლის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) ონკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია.
  6.       მტევნის და ტერფის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.

ჩვენი დეპარტამენტი უახლესი ორთოპედიული მკურნალობების დანერგვის მიზნით  აქტიურად თანამშრომლობს იელის (აშშ), ჰარვარდის (აშშ),ჰონგ-კონგის და  ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებთან, ქუირონის ჰოსპიტალთან (ბარსელონა). ეწევა სამეცნირეო საქმიანობას  ისეთ საერთაშორისო ორთოპედიულ ორგანიზაციებთან როგორიცაა : ამერიკის ორთოპედთა ასოციაცია (AAOS) , მსოფლიო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაცია (SICOT),მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (ISAKOS) მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის ევროპის ასოციაცია (ESSKA), Zimmerbiomet ინსტიტუი, აო-ფონდი (Ao-foundation).

დეპარტამენტის წევრები წარმოდგენენ საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს ართროსკოპიული ქირურგიის და სპორტული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრებს.

დეპარტამენტი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და დ.ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო ბაზას, ასევე დეპარტამენტში მზადებას გადიან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედია-ტრავმატოლოგია რეზიდენტები.

გიორგი ლორია

ორთოპედ- ტრავმატოლოგი, ონკო-ორთოპედი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია- ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები