თიაქარი ვითარდება, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი აწვება და იჭრება დასუსტებული კუნთის ან შემომსაზღვრავი ქსოვილის კედელში.
ჩვეულებრივ, კუნთები საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ ნაწლავები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე გააჩეროს, თუმცა სუსტ ადგილებში შესაძლოა თიაქარი განვითარდეს.
უმეტესობა შემთხვევებში, თიაქარი არ იწვევს, ან იწვევს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომს, თუმცა შეიძლება შენიშნოთ შეშუპება ან წამონაზარდი მუცელში ან საზარდულში.
წამონაზარდი ხშირად შეიძლება ჩავიდეს უკან, ან გაქრეს როდესაც წვებით. დახველებამ, ან დაჭიმულობამ კი შეიძლება ისევ გამოაჩინოს ეს წამონაზარდი.
თიაქრის ტიპები
ადამიანს თიაქარი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება სხეულის ცენტრალურ ადგილებსა და თეძოებს შორის.
თიაქრის რამდენიმე ტიპი არსებობს, ესენია:საზარდულის თიაქარი, ბარძაყის თიაქარი, ჭიპის და ვენტრალური თიაქარი, საყლაპავის თიაქარი
- საზარდულის თიაქარი - ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულში ბარძაყის ზედა ნაწილის მახლობლად. ეს თიაქრის ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ძირითადად ვლინდება მამაკაცებში. უფრო მეტად დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და მუცლის ხშირ დაჭიმულობასთანს
- ბარძაყის თიაქარი - ამ დროსაც, ისევე როგორც საზარდულის თიაქარის შემთხვევაში ცხიმოვანი ქსოვილი, ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულში ბარძაყის ზედა ნაწილის მახლობლად. თიაქრის ეს სახეობა, საზარდულის თიაქართან შედარებით, უფრო იშვიათია და უფრო მეტად ვლინდება ქალებში. თიაქარის ეს სახეობაც დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და მუცლის ხშირ დაჭიმულობასთან.
- ჭიპისა და ვენტრალური თიაქარი - ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავის ნაწილი იჭრება მუცელში ჭიპთან ახლოს ან თეთრი ხაზის არეში. თიაქარის ეს სახეობა შეიძლება დაემართოს ბავშვებს, თუ ჭიპლარის მოჭრის შემდეგ, ვერ მოხდა ნორმალური შეხორცება. გვხვდება მოზრდილებშიც ,მუცელზე ხშირი დაჭიმულობის შედეგად.
- საყლაპავის თიაქარი - ამ დროს კუჭის ნაწილი აწვება და იჭრება დიაფრაგმის (მუცლისა და გულმკერდის გამყოფი კუნთები) არსებულ ხვრელში ადის. ამ სახეობის თიაქარს შეიძლება არ ჰქონდეს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი, თუმცა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა. ჰიატალური თიაქარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მიზეზი შეიძლება იყოს დიაფრაგმის დასუსტება ასაკის მატებასთან ერთად, ან მუცელზე ზეწოლა.
გვხდება ასევე თიაქრის სხვა სახეობებიც, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მუცელზე, ესენია: განაკერის თიაქარი (ქირურგიული ოპერაციის შემდგომ განვითარებული), ეპიგასტრიული თიაქარი,სპიგელის თიაქარი, დიაფრაგმის თიაქარი.
როდის უნდა მივმართოთ ქირურგს
თიაქრის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. მნიშვნელოვანია მდგომარეობა შეფასდეს ქირურგის მიერ .
აუცილებლად უნდა დარეკოთ 112-ზე და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ თიაქარი და ამასთან ერთად განგივითარდათ:
- უეცარი, ძლიერი ტკივილი
- ღებინება
- კუჭის შეკრულობა, ან აირების დაგროვება
- თიაქარი გახდა მაგარი (მკვრივი) ან მგრძნობიარე, ან არ ჩადის უკან დაწოლისას.
ეს სიმპტომები შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თიაქარში გაჭედილ ქსოვილის მონაკვეთს შეუწყდა სისხლის მიწოდება (სტრანგულაცია), ან თიაქარში გაჭედილია ნაწლავის ნაწილი და შედეგად დაიბლოკა (ობსტრუქცია).
სტრანგულაცია და ობსტრუქცია საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.
თიაქარის ტიპის დადგენა და მკურნალობა
ექიმის მიერ ხდება თიაქრის ვიზუალური დაკვირვება და ზოგიერთ შემთვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება დაინიშნოს ულტრაბგერითი კვლევა
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, ექიმის მიერ ხდება მდგომარეობის შეფასება და მსჯელობა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ. გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია შემდგები ფაქტორები: თიაქრის სახეობა, თიაქრის შმადგენლობა, სიმპტომები და ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ასევე გასათვალისწენებელია, რომ თიაქრის უმტესობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას .
ქირურგიული მკურნალობა
ოპერაციის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:
- ღია ოპერაცია - როდესაც ქირურგი აკეთებს ერთ დიდ განაკვეთს
- ლაპარასკოპიული ოპერაცია - ეს ნაკლებად ინვაზიური ოპერაციაა, ამ დროს ქირურგი აკეთებს რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთს, რაც მას საშუალებას აძლევს, ორგანიზმში შეიყვანოს სპეციალური ხელსაწყოები თიაქარის საკორექციოთ.
გიორგი ნიკოლიშვილი, ზოგადი ქირურგი
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი ცენტრია ზოგადი ქირურგიის მიმართულებით.
ქირურგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 10 44 44
მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5