ენდოსკოპიური კვლევები თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

04 მარტი 2021

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ენდოსკოპიური სამსახური თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით, ახორციელებს სერვისების მიწოდებას 24 საათის განმავლობაში სტაციონარულ და ამბულატორიულ დონეზე  

დეპარტამენტში დანერგილია თითქმის ყველა  მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე  დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიური მეთოდები . ენდოსკოპიური სამსახური დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით.

ენდოსკოპია გულისხმობს დაავადების კერებამდე წვდომას, დიაგნოსტირებას და მურნალობას, სხეულის ბუნებრივი ხვრელმილებიდან, განაკვეთების გარეშე. პროცედურები ტარდება “Olympus”- ის წარმოების უახლესი  აპარატებით, ზოგადი და ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში.

ენდოსკოპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა (მათ შორის ონკოლოგიური) დაავადებების ადრეული სტადიის გამოვლენაში საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა, მსხვილი და სწორი ნაწლავის  ენდოსკოპიური კვლევა (კოლონოსკოპია, გასტროსკოპია).

•           პოლიპექტომია (პოლიპების ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით) საყლაპავიდან, კუჭიდან, თორმეტგოჯა  ნაწლავიდან, მსხვილი, სწორი ნაწლავიდან.

•           უცხო სხეულის ამოღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.

•           კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავდებების (მათ შორის სისხლდენის დროს) მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით.

•           საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება (გადაკვანძვა).

•           პაპილოსფინქტეროტომია, რეტროგრადული ქოლანგიო - პანკრეატოგრაფია.

•           სანაღვლე გზებიდან კონკრემენტების (ქვების) ენდოსკოპიური (ე.წ. უსისხლო მეთოდით) ამოღება.

•           ენდოსკოპიური გასტროსტომიის წარმოება (მუცლის წინა კედლიდან, კუჭში სპეციალური საკვები მილის ჩაყენება).

•           კუჭში სპეციალური წონის საკორექციო (გასახდომი) ბალონების ინპლანტაცია ენდოსკოპიური მეთოდით.

•           კუჭში ბოტოქსის ინექცია,როგორც ჭარბწონიანობის მკურნალობის ახალი მეთოდი.რომელიც  ცნობილია როგორც „კუჭის ბოტოქსი“.

 

 რას გულისხმობს გასტროსკოპია და როდის მიმართავენ მას?

გასტროსკოპია არის პროცედურა, როდესაც თხელი, მოქნილი მილი შეყავთ პირის ღრუდან საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნიდან დასათვალიერებლად. ის გამოიყენება ისეთი პრობლემების გამოსაკვლევად, როგორიცაა:

•           გაძნელებული ყლაპვა

•           გულძმარვა

•           ბოყინი

•           გულისრევა, ღებინება

•           ტკივილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.

გასტროსკოპიის მეშვეობით ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, გასტრიტის, ეროზიების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დადგენა, საკვლევი ბიოფსიური მასალის აღება. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მეთოდი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

 რა არის კოლონოსკოპია?

ეს არის სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი სპეციალური ზონდის მეშვეობით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მდგომარეობას.

 კოლონოსკოპია ისეთი დავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა:

 მსხვილი ნაწლავის წყლული, პოლიპები, სიმსივნე. გარდა ამისა, კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება.

 თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი, ენდოსკოპისტი გურამ გურაშვილი

კვლევების შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის ჩასანიშნად დაგვიკავშირდით.

ტელ : 2 10 44 44

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები