მალთაშუა დისკის თიაქარი შესაძლებელია გაჩნდეს გულმკერდის, კისრის და წელის ნაწილებში. ოპერაცია წარმოადგენს მკურნალობის რადიკალურ მეთოდს მაგრამ სრული გამოჯანმრთელებისთვის მხოლოდ ოპერაცია არ არის საკმარისი.ქირურგიული ჩარევის შემდეგ მოდის რეაბილიტაციის ეტაპი ,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სრული გამოჯანმრთელების პროცესში,ამ პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის ტიპზე ,ორგანიზმის თავისებურებებზე და გრძელდება 6 კვირიდან 6 თვემდე.
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
სწორი აღდგენითი პერიოდი ემყარება რამოდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს
- პროფილური ექიმების კომპლექსური დაკვირვება.(ქირურგის, ნევროლოგის რეაბილიტოლოგის და საჭიროებისამებრ სხვა სპეციალისტის)
- მოქმედების დეტალური გეგმა პაციენტის თავისებურებებიდან გამომდინარე
- რეციდივის პროფილაქტიკა,ცხოვრების წესის ცვლილება, მაპროვოცირებელი ფაქტორების გამორიცხვა
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობა
ეს ხანგრძლივობა დამოკიდებულიაშემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებზე
- ოპერაციის ტიპი, მაგ. ლამინექტომიის და დისკექტომიის შემდეგ სისტემის აღდგენა ხდება დაახლოებით 6 თვეში
- თუ ჩარევა იყო მცირეინვაზიური (მიკროდისკექტომია-სუპრაარტიკულარული დისკექტომია და ა.შ.), გამოჯანმრთელების დრო მნიშვნელოვნად მცირდება, ასევე მცირეა გართულებების რისკიც. რეაბილიტაციის ვადა არ აღემატება 6 კვირას.
- ასევე პაციენტის ასაკი , წონა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვანია.
- მნიშვნელოვანია თიაქრის განვითარების ხანდაზმულობა
ოპერაციის შემდგომი ადაპტაციური პერიოდი
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა 4-6 კვირის განმავლობაში საჭირო იყოს სპეციალური კორსეტის ტარება (ან რბილი საყელოსი) და ფიზიოთერაპია,სპეციალური ვარჯიშები და ა.შ.ტკივილი ნიველირდება უშუალოდ ოპერაციის შემდეგვე. შესაძლოა 2-6კვირის განმავლობაში დაბუჟების შეგრძნებანაოპერაციები ფესვის ინერვაციის ზონაში,რამაც არ უნდა შეგვაშინოს.ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ოსტეოპოროზის მკურნალობა.რეკომენდირებულია ცურვა,წონაში კლება და კალციუმის მკაცრი დიეტა.
გოგი მაღალაშვილი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 10 44 44
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5