კითხვა : რატომ ხდება ასაკის მატებასთან დაკავშირებით (40 წელი და მეტი) სათვალის ტარების საჭიროება?
პასუხი: თვალის გამჭვირვალე შუქმტეხი არეები რთული ოპტიკური სისტემაა, რომლის დანიშნულებაა ბადურა გარსზე მოგვცეს ნამდვილი, მკაფიო და შემცირებული გამოსახულება. თვალის გამჭვირვალე არეები შემოსაზღვრულია სფერული ზედაპირებით და გარდატეხის სხ/სხ კოეფიციენტი აქვს. თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხუნარიანობა ასაკთან ერთად იცვლება, რის გამოც საჭირო ხდება სათვალის დანისვნა.
კითხვა: რა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას - კონიუნქტივიტს?
პასუხი: კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული, კონტაქტური ლინზების გამოყენების შედეგად გამოწვეული. საჭიროა ლაბორატორიული კვლევა გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რაც მკურნალობის ეფექტურობაში დაგვეხმარება.
კითხვა:წითელი თვალის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ თუ არა ექიმის კონსულტაცია?
პასუხი: აუცილებელია, ვინაიდან ექიმი დაადგენს ამის გამომწვევ მიზეზს, დაზიანების ხარისხს და პაციენტს დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
კითხვა: როდესაც პაციენტი მოდის ჩივილით, რომ მას განუვითარდა უეცრად ლორწქვეშა სისხლჩაქცევა, რომელსაც აქვს სქელი სისხლის კოლტის ფორმა, რა არის მიზეზი?
პასუხი: მიზეზი შიძლება იყოს ბევრი ; ხველა, დაცემინება, ღებინება, მაღალი არტერიული წნევა. რეკომენდირებულია არტერიული წნევა კონტროლი, უნდა მოხდეს სიხლის რეოლოგიური თვისებების (კოაგულოგრამა) შემოწმება.
კითხვა: რატომ ხდება ქუთუთოს კიდის ჩაბრუნება ან გადმობრუნება?
პასუხი: ეს ორივე დაავადება ჩაბრუნება ანუ - ენტროპიონი და გადმობრუნება ანუ - ექტროპიონი, ძირითადად ასაკობრივია, თუმცა შესაძლოა მეორადად განვითარდეს, ქუთუთოს კიდის ანთებითი დაავადებების შედეგად, აუცილებელია ექიმს დროულად მივმართოთ, გართულების თავიდან ასაცილებლად.
კითხვა: როდესაც პაციენტს უქვეითდება მხედველობა, საჭიროათუ არა, რომ დროულად მიმართოს ექიმს?
პასუხი: აუცილებელია, რადგან მხედველობის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა დაავადება იყოს: გლაუკომა, კატარაქტა, მინიესბური სხეულის დესტრუქცია, ბადურის დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია,ასაკობრივი მაკულოდისტროფია. დროულად და სწორედ დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, მკურნალობა კარგ შედეგს მოგვცემს.
კითხვა: საჭიროებენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები ოფთალმოლოგის მეთვალყურეობას?
პასუხი: აუცილებლად, რადგან შაქრიანი დიაბეტი ხშირად იწვევს თვალის ფსკერზე შეუქცევად პროცესებს, სისხლჩაქცევებს ბადურაზე, პროლიფერაციული უბნების განვითარებას, ბადურის ცენტრალური ვენის თრომბოზს, რაც იწვევს სიბრმავეს. საჭიროა ენდოკრინოლოგის და ოფთალმოლოგის შეთანხმებული მოქმედება.
თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ავასტინის, ეილეას და კიდევ სხვა პრეპარატების ინტრავიტრეალური (მინისებურ სხეულში) ინექციები. ეს პრეპარატები აქვეითებენ პათოლოგიურ ნეოვასკულარიზაციას და ამცირებენ სისხლძარღვების გამტარობას, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ მინისებურ სხეულში სისხლჩაქცევები და ბადურის ჩამოცლა. ასევე ფართოდ გამოიყენება ლაზერული ქირურგია.
კითხვა: როდესაც პაციენტს აწუხებს პერიოდული თვალის ტკივილი, მხედველობის დანისლვა, რომელიც თავისთავად გაივლის ხოლმე, აუცილებელია თუ არა ექიმთან მისვლა?
პასუხი: აუცილებელია, რადგან ეს შეიძლება იყოს ისეთი დაავადების მიზეზი, როგორიცაა დახურულ კუთხიანი გლაუკომა. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლოა მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფიის გამო.
რეკომენდირებულია 40 წლის ზევით ასაკის პირებში, წელიწადში ერთხელ თვალშიდა წნევის კონტროლი.
კითხვა: თვალის ქუთუთოებზე ან ლორწოვან გარსზე წარმონაქმნების არსებობის დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან ვიზიტი?
პასუხი: აუცილებელია. ოფთალმოლოგი შეაფასებს წარმონაქმნის ბუნებას, გადწყვეტს საჭიროა თუ არა ქირურგიული მკურნალობა და პათომორფოლოგიური კვლევა წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდეთ.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს წამყვანი ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, მანანა კოღუაშვილი
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 10 44 44
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით
დეპარტამენტში ხორციელდება ოფთალმოლოგიური პათოლოგიების როგორც კონსერვატიული,ისე ქირურგიული მკურნალობა