თვითშეფასება იმის ძირითადი   მექანიზმია  თუ  რეალურად რა ხდება ადამიანის  ცხოვრებაში.მას როგორც  კონსტანტას  ხშირად იხილავენ. ,თუმცა  ის შესაძლოა  გარკვეული 

წარმატების შემდეგ გაიზარდოს,ან   შეიცვალოს.თუ პიროვნებას  სურს, რომ  საკუთარი  რესურსი  და  თავი სწორად გაიგოს,თვითშეფასებაზე  აქცენტი უნდა გააკეთოს. ის   ინდივიდის ფასეულობების  სუბიექტურ შეგრძნებას ,საკუთარი თავის შეფასებას და   სურვილებს აღწერს.

თვითშეფასება  ადამიანის  შეფასების  უნარია ,მისი დამოკიდებულება  საკუთარ რესურსებთან.ის  პიროვნული სხვაობით გამოირჩევა და   ქცევასთანაა  დაკავშირებული.

ჯანსაღი,პოზიტიური  ხედვა  საკუთარი თავის პოტენციალის სწორად  გაგებაში  დაგეხმარებათ.ასეთი ადამიანები ინსპირირებული არიან და გამოწვევებს შესაბამისად ხვდებიან. ჯანსაღი თვითშეფასების  შემთხვევაში - პიროვნებას კარგად ესმის  თავის სქილები, კარგი  კომუნიკაციით   გამოირჩევა, არსებული შესაძლებლობებიდან  გამომდინარე მოლოდინები აქვს    და საკუთარ საჭიროებას   სწორად  საზღვრავს.   ბავშვის   თვითშეფასების   ფორმირებაში  მშობლებს განსაკუთრებული  როლი აქვთ ,აგრეთვე   სხვა ფაქტორებსაც-როგორიცაა: ასაკი,, გენეტიკური განწყობა ,ფიზიკური  შესაძლებლობები,სოციო-ეკონომიკური სტატუსი,ფიქრის  პატერნი და ა.შ.,

თვითშეფასების ფუნქციები

რეგულატორული-გადაწყვეტილების მიღების არჩევა და  მიღება.

დამცავი-არასტაბილური  პიროვნების   განვითარებას იცავს.

განვითარების--თვითსრულყოფისთვის სტიმულაცია.

სიგნალის--საკუთარი საქციელის  ადექვატური  შეფასება.

ემოციური--საკუთარი   თავის კმაყოფილების   შეგრძნება.

ადაპტაციური--პიროვნებას  სოციალიზაციაში  ეხმარება.

პროგნოზის--მოქმედების დასაწყისში რისკების გათვლა.

კორექციის--დასახული   მიზნის და ამოცანების  პროგნოზი.

თვითშეფასება  მუდმივად უკავშირდება  კოგნიტურ,ინტელექტუალურ პროცესებს   და თვითრეალიზაციის  მოთხოვნებს.

თეონა გომართელი

ექიმი ფსიქოთერაპევტი

კლინიკური ფსიქოლოგი

ტელ: 2 10 44 44

 

 

 

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები