09 იანვარი 2023

საახალწლო დაპირებები ჩვენი ტრადიციის და ასპირაციის ნაწილია.თვით მიზნებისთვის მოძრაობა და პერიოდი მოტივაციას გვკარნახობს,  განახლების განცდას გვაძლევს.  მიზნების ეფექტური დასახვა, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების, სრულყოფის   საშუალებაა. ახალი წლის რეზოლუციები ხშირად ცხოვრების ჯანსაღ წესს,სწორ კვებას და ძილს  ეხება.ადამიანთა ნაწილს  ქველმოქმედება  სურს. ნაწილი ახლობლებთან მეტი დროის გატარებას და მეგობრების დახმარებას გეგმავს.ასეთი აქტივობებით საკუთარი ფასეულობა მეტად იგრძნობა  და სტრესიც  მცირდება.  ახალი წლის რეზოლუციებს შორის,  სტუდენტების სწავლაზე  ფოკუსირება,ოფისის თანამშრომელთა კარიერული ზრდა და მეტი ანაზღაურება განიხილება.  საზოგადოების ნაწილი  კომპიუტერული ტექნიკის   ნაკლებად გამოყენებას  გეგმავს ,რადგან ვირტუალური სივრცე ანადგურებს დროს-დროს,რომელიც პიროვნების რეალურ მიზნებზე შესაძლოა დაიხარჯოს.

საახალწლო დაპირების პირველ ეტაპზე, მიზანი გასაგები,გაცნობიერებული უნდა იყოს.  მაგალითად  ფრაზა „მე მინდა ვიყო აქტიური“- უფრო ზოგადია.მნიშვნელოვანია გავზომოთ პროგრესი.რას ვაკეთებთ და რა მუშაობას ვასრულებთ მიზნის დასრულებისთვის? ეს ფიქრები შეინახეთ გონებაში. რელევანტურია თუ   რეალისტური დაპირება? გვეყოფა დრო და რესურსი,რომ დაპირება ხელმისაწვდომი იყოს? რა ვალდებულების   შესრულება    გვიწევს, რომ მიზანი რეალური გახდეს? შემდეგი ეტაპი ვადის  განსაზღვრას ეთმობა. რეზოლუციების დასახვისას საუკეთესოდ მუშაობს -  ვიზუალიზაციის  სავარჯიშო.დახუჭეთ თვალები და თქვენი თავი,რამდენიმე წუთით,  მომავალში,სასურველ  გარემოში  წარმოიდგინეთ.მაქსიმალურად დააკვირდით და შეიგრძენით ემოციები...რა მოგწონთ ამ ხედვაში?

   

თეონა გომართელი

ექიმი-ფსიქოთერაპევტი,კოგნიტურ-ბიჰევიორული,სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი.

      .ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

      კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 2 51 70 08

      მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები