ზ.ანჯაფარიძის II შეს. #6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.)

032 2 232 232

კლინიკის შესახებ

ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ  სივრცესა და მაღალ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

ინოვა დაფუძნდა  წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.
კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი, 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი. 

კლინიკაში გაერთიანდნენ  ექიმები ნეიროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, გინეკოლოგიის, ზოგადი და პლასტიკური ქირურგიის, ბარიატრიის, კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, ანგიოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის,  მამოლოგიის, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახური, კომპიუტერული ტომოგრაფია,ჰორმონული ლაბორატორია, რენტგენი, ულტრაბგერითი და DXA-დენსიტომეტრიის დიაგნოსტიკის აპარატები .

2016 წლის ივლისში ინოვაში, ესპანურ კლინიკათა ქსელ IVI-სთან პარტნიორობით გაიხსნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო, ქეთევან ოსიძის ხელმძღვანელობით.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. კლინიკის სპეციალისტები, IVI-სთან თანამშრომლობით გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს  კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.

ინოვა ინვიტროს ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

 

მისი ძირითადი კლინიკური მიმართულებებია:

  • ნეიროქირურგია
  • გინეკოლოგია
  • ტრავმატოლოგია-ორთოპედია
  • ოფთალმოლოგია
  • ზოგადი ქირურგია
  • ბარიატრია
  • პლასტიკური ქირურგია

ამ ეტაპზე კლინიკას ჰყავს 280 თანამშრომელი, რომელთაგან 83 არის ადმინისტრაციული, ხოლო 197 სამედიცინო პერსონალი.

მისია

ჩვენ ვზრუნავთ და ვქმნით პაციენტის საუკეთესო გამოცდილებას, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და  ინოვაციური მიდგომებით.

მიზანი

ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ვიყოთ უპირობო ლიდერები სამედიცინო მომსახურების ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით.

ღირებულებები

ჩვენ ორიენტირებული ვართ მუდმივ განვითარებაზე.

ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

ჩვენ ვზრუნავთ და ვქმნით უსაფრთხო გარემოს პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის.

სამუშაო საათები : ორშაბათი- პარასკევი  09:00-18:00

 

 

 

მიმართულებები და განყოფილებები

ინვიტრო განაყოფიერება
რევმატოლოგია
ზოგადი ქირურგია
ნეიროქირურგია
ბარიატრიული ქირურგია
ორთოპედია -ტრავმატოლოგია
ენდოკრინოლოგია
სხივური დიაგნოსტიკა
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა
რეპროდუქტოლოგია
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
ნევროლოგია
ინსემინაცია
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
ნეიროენდოკრინოლოგია
კონტრაცეფცია
გინეკოლოგია

ვიდეო