ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

ჩაჩავას 1

032 288 09 09

კლინიკის შესახებ

1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია რომლის ბაზაზეც 1980 წელს  ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, სადაც დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. 

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.

ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი პოსტოპერაციული განყოფილება , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები

„ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“ განვითარება დაიწყო 70-იანი წლებიდან პროფესორ ნოდარ ბოხუას მიერ. ამჟამინდელი სახით ის დაარსდა 2011 წელს.

“ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული კლინიკა“ არის სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობას, როგორც  ანგიოლოგიური, ისე, კარდიოლოგიური მიმართულებით;

ძირითადი კლინიკური მიმართულებებია:

  • ანგიოლოგია
  • ანგიოინტერვენცია
  • ანგიოქირურგია
  • კარდიოლოგია
  • კარდიოინტერვენცია
  • კარდიოქირურგია
  • დიაგნოსტიკა

კლინიკაში დასაქმებულია დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი, რომელიც წლიურად საშუალოდ 20 000-მდე პაციენტს ემსახურება.

მისია

ჩვენი მისიაა, მკურნალობის მულტიდისციპლინარული მიდგომით, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.

მიზანი

ჩვენი მიზანია, ვიყოთ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი და მაღალრეპუტაციული კარდიოვასკულარული ცენტრი.

 

ღირებულებები

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია:

პაციენტზე ზრუნვა, გუნდური მუშაობა და მუდმივი განვითარება.

სამუშაო საათები :

ამბულატორია 09:00სთ -დან  17:00სთ- მდე სამუშაო დღეებში, ( შაბათს 10 საათიდან 14:00სთ მდე )

მიმღები და გადაუდებელი დახმარების განყოფილება 24 საათის განმავლობაში

 

მიმართულებები და განყოფილებები

კარდიოლოგია
ანგიოლოგია
ანგიოქირურგია
ენდოვასკულარული ქირურგია
არითმოლოგია
ფლებოლოგია
კარდიოქირურგია

ვიდეო