ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , პროფესიონალ ექიმთა გუნდი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.
კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის ეფექტური და წარმატებული , თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
საერთაშორისო რეპროდუქციულ ცენტრებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიუხედავად სირთულისა.