ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33

032 224 32 32

კლინიკის შესახებ

ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან  სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი  მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების,  მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , პროფესიონალ ექიმთა გუნდი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.  

კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის  ეფექტური და წარმატებული , თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების   მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და  დამხმარე  რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით. 

საერთაშორისო რეპროდუქციულ ცენტრებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიუხედავად სირთულისა.

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა და რეპროდუქციის სფეროში დღემდე წამყვან დაწესებულებად ითვლება. სამედიცინო ცენტრი 2017 წელიდან შეუერთდა „ვივო მედიქალ ჯგუფს“ და „ჟორდანიას კლინიკის“ სახელწოდებით აგრძელებს მუშაობას.

კლინიკაში ამჟამად დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი, რომელთაგან 80% სამედიცინო პერსონალია.

კლინიკის ძირითადი მიმართულებებია ქალთა ჯანმრთელობა და ინ ვიტრო განაყოფიერება.

2024 წლის დასაწყისიდან კლინიკა აფართოებს სამედიცინო პროფილს შემდეგი მიმართულებებით: სამშობიარო სერვისები, ქიმიოთერაპია, უროლოგია, პლასტიკური ქირურგია და დიაგნოსტიკური სერვისები.

მისია

ჩვენ ვქმნით ჯანმრთელ მომავალს.

მიზანი

ჩვენი მიზანია, გავხდეთ ქალის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული წამყვანი სამედიცინო ცენტრი საქართველოში.

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ღირებულებების განმხორციელებელი ახალი სამედიცინო თაობა.

ღირებულებები

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია:

ადამიანებზე ზრუნვა
ინდივიდუალური სამედიცინო მიდგომა
პაციენტის ინტერსებზე ორიენტირება
მუდმივი განვითარება

მიმართულებები და განყოფილებები

ინვიტრო განაყოფიერება
მეან-გინეკოლოგია
გენეტიკა
ენდოკრინოლოგია
დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგია
ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა
ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
ანდროლოგია
რეპროდუქტოლოგია
მამოლოგია
საოფისე გინეკოლოგია
ენდოსკოპიური ქირურგია
დერმატოლოგია
პედიატრია
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა
ინსემინაცია
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

ვიდეო