ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე”
👉 იცით თუ არა, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი იღუპება?
🔹2018 წელს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ პრიორიტეტად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, აღიარებულია არტერიული ჰიპერტენზია.
🔹არტერიული ჰიპერტენზია გლობალური კარდიოვასკულური ავადობის მეტად მძლავრი რისკ-ფაქტორია. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, შესაბამისად, კარდიოვასკულური ავადობის მხრივ საქართველო მიეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს. ცნობილია, რომ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30-50%-ს აღენიშნება არტ. წნევის მაღალი ციფრები, მათი დიდი ნაწილი იტარებს მკურნალობას არარეგულარულად, ნაწილმა კი არც იცის საკუთარი წნევის მაჩვენებლები.
🏥 ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი ეხმაურება მოსახლეობაში ჰიპერტენზიის პრევენციისა და მკურნალობისათვის აქტუალურ წამოწყებას და გთავაზობთ შემდეგი შინაარსის აქციას: კარდიოლოგის კონსულტაცია, 24 საათიანი წნევის მონიტორინგი და კარდიოგრამა 80 ლარად, ნაცვლად 150 ლარისა.
🔹კვლევას ჩაატარებს ექიმი კარდიოლოგი - თამარ ვახტანგაძე, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ქალთა კარდიოვასკულური ავადობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
გააკონტროლეთ თქვენი წნევა!
📞 კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 24 32 32, 599 12 32 32
🏥 მის: ი.აბაშიძის 65