მეთოდი გამოიყენება შემდეგი პათოლოგიებისას:
- კიდურების მწვავე და ქრონიკული არტერიული ოკლუზიები (დახშული სისხლძარღვი)
- სტენოზები (შევიწროებული სისხლძარღვების) მკურნალობა
- ვისცერალური (შინაგანი ორგანოების მკვებავი) სისხლძარღვების ოკლუზიის მკურნალობა,
- სადიალიზო არტერიო-ვენური შერთულის ოკლუზიის მკურნალობა
- ვენური მწვავე თუ ქრონიკული ოკლუზიების მკურნალობა, ფილტვის არტერიის მასიური თრომბოემბოლიის მკურნალობა.
- აღნიშნული მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში .
მიმართულებას ხელმძღვანელობს , ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ენდოვასკულარული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულარული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი
ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულარ კლინიკაში უკვე ჩატარდა პირველი წარმატებული ოპერაციები Straub® Medical სისტემის თრომბექტომიული კათეტერის გამოყენებით. აღსანიშნავია, ის, რომ ჩატარებული ოპერაციების ანალიზით ეფექტურობასთან ერთად არინიშნა ჰოსპიტალიზიციის (კლინიკაში პაციენტთა დაყოვნების) დროის საგრძნობი შემცირება, ეს საგრძნობლად ამცირებს განმეორებითი, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ მეორადი დაავადებების რისკს.