უკანასკნელი ათი წელია უპირატესობა ენიჭება ვარიკოზული დაავადებების ქირურგიული მკურნალობის მინიინვაზიურ ჩარევებს, როგორიც არის ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია.
აღნიშნული ტიპის პროცედურები წლებია წარმატებით სრულდება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში სადაც ჩატარებულია 1000 ზე მეტი ოპერაცია .
ჩვენს კლინიკაში ამჟამად დაინერგა ვარიკოზული დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი ენდოვენური აბლაცია წებოთი .
სხვა მეთოდებთან შედარებით ამ მეთოდის ჩარევის მოცულობა მინიმალურად შემცირდა და კეთდება ამბულატორიულ პირობებში, რაც არ მოიაზრებს პაციენტის დაყოვნებას სტაციონარში .აღნიშნული ჩარევა ამჟამად სხვა არსებულ ჩარევებთან მიმართებაში იდენტურია და მისი ეფექტურობა 97% აღწევს .
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, უკვე შესაძლებელია ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ახალი ენდოვენური ობლიტერაციის მეთოდით.
ენდოვენოზური ობლიტერაცია წარმოადგენს პროცედურას, რომლის დროსაც გამოიყენება სამედიცინო წებო ვენების დასახურად.
პროცედურა არის :
უსაფრთხო
ეფექტური
არ საჭიროებს ანესთეზიას
არ იწვევს თერმულ დაზიანებას და ტკივილს
არ საჭიროებს ელასტიური ( კომპრესიული ) წინდების ტარებას
არ საჭიროებს განაკვეთს და არ რჩება ნაწიბური;
პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციის დასრულებისთანავე
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 51 70 08
მის : ჩაჩავას 1 /ლუბლიანას 5