ართროსკოპია სახსრის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურაა, რომელიც გამოიყენება, როგორც დიაგნოსტიკური მიზნით ასევე დაზიანების სამკურნალოდ ართროსკოპის გამოყენებით. პროცედურა ტარდება მუხლის (მენისკის, იოგების დაზიანება) კოჭ-წვივის (მყესების და ხრტილის დაზიანება) და მხრის სახსრების დაავადებების დროს.
ართროსკოპია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში ტარდება უახლესი ართროსკოპით (Arthrex 4K ultra HD), რომელიც წარმოადგენს ამ მიმართულებაში უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევას.
თბილისის განახლებული ორთოპედია -ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი დაკომპლექტებული დარგის წამყვანი სპეციალისტებით:
ორთოპედია-ტრავმტოლოგიის დეპარტამენტში ტარდება შემდეგი ტიპის მაღალტექნოლოგიური ქირუგიული ჩარევები:
1. ართროსკოპიული ქირურგია : მუხლის სახსრის , კოჭ-წვივის სახსრის , მხრის სახსრის , იდაყვის სახსრის . ჩამოთვილი სახსრების იოგოვანი აპარატის რეკონსტუქციული ქირურგია. ართროსკოპიული მეთოდით სახსარშიდა სტრუქტურების აღდგენა (მენისკის გაკერვა)
2. მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება : მენჯ-ბარძაყის სახსარი, მუხლის სახსარი, მხრის სახსარი, იდაყვის სახსარი. ამერიკული კომპანია ZimmerBiomet უახლესი იმპლანტების გამოყენებით.
3. მუხლის სახსრის ნაწილობრივი (მხოლოდ დაზიანებული ნაწილის) ენდოპროთეზირება ამერიკული კომპანია ZimmerBiomet ინოვაციური Persona Partial Knee სისტემის გამოყენებით.
4. პირველადი მოტეხილობების და მოტეხილობის გართულებების ოპერაციული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია ამერიკული კომპანია ZimmerBiomet იმპლანტების გამოყენებით.
5. ძვლის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) ონკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა, კიდურების რეკონსტრუქცია.
6. მტევნის და ტერფის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.
დეპარტამენტი უახლესი ორთოპედიული მკურნალობების დანერგვის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს იელის (აშშ), ჰარვარდის (აშშ),ჰონგ-კონგის და ბოლონიის (იტალია) უნივერსიტეტებთან, ქუირონის ჰოსპიტალთან (ბარსელონა). ეწევა სამეცნირეო საქმიანობას ისეთ საერთაშორისო ორთოპედიულ ორგანიზაციებთან როგორიცაა : ამერიკის ორთოპედთა ასოციაცია (AAOS) , მსოფლიო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაცია (SICOT),მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (ISAKOS) მუხლის სახსრის ართროსკოპიის და სპორტული მედიცინის ევროპის ასოციაცია (ESSKA), Zimmerbiomet ინსტიტუტი, აო-ფონდი (Ao-foundation).
❖მიხეილ ზიმლიცკი
❖გიორგი ლორია
❖ვაჟა გაფრინდაშვილი
❖ლევან ნაჭყებია
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 ტელ.: 2 10 44 44
📍მის.: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5