თანამედროვე მედიცინა ტექნოლოგიურ ევოლუციასთან ერთად მივიდა განვითარების იმ ეტაპზე , რაც მიზნად ისახავს ყოველი დაავადების ან ამ დავადების ხელშემწყობი რისკ-ფატორის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც იძლევა საშუალებას მკურნალობა დაწყებულ იქნას დროულად , თვითონ მკურნალობის ტიპი იყოს ნაკლებად ტრავმული,არააგრესიული და გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებული.
ძალიან ხშირად ადამიანები ექიმთან მისვლას მხოლოდ დაავადების სიმპტომების, ჩივილების გამოვლენის შემდეგ გეგმავენ, ამას თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები აქვს. სიმპტომების გამოვლენა კი ხშირ შემთხვევაში იმ სტადიას უკვე გაცდენილია, როდესაც ადამიანს შეუძლია მოსალოდნელი დაავადებისგან თავის არიდება და მისგან თავდაცვა. ანუ ის ფაზა რომელიც გონივრულად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ , რათა უკეთესად ჩავერიოთ , უკვე დაკარგულია. შესაბამისად არ უნდა დაველოდოთ ჩივილების გამოვლენას , სიმპტომების ჩამოყალიბებას და ჩავიტაროთ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ შესაბამისი მიზნობრივი -პროფილაქტიკური, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევები ,რაც მოგვცემს საშუალებას ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ რისკ- ფაქტორები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით არის განპიროებებული , რაც წლიურად დაახლოებით 18 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს ნიშნავს.
პრობლემის სიმძიმის გათვალისწინებით იზრდება პროფილაქტიკური კარდიოლოგიის როლი, რის გამოც შემუშავდა სერვისი- კარდიოლოგიურ Check Up, ეს კონკრეტული სერვისი გულისხმობს სრული კარდიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებას, რაც იძლევა საშუალებას გამოვავლინოთ შეუმჩნეველი რისკ-ფაქტორები, რაც მოსალოდნელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრედიქტორებად გვევლინება
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ენდოკრინული დარღვევების, კერძოდ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება ორჯერ კაცებში და სამჯერ უფრო მეტია ქალებში, რაც ამ რისკ-ფაქტორის გამოვლენის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ასევე მნიშვნელოვანია უკვე არსებული დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რაც დაავადების გამოსავალზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა.
სრული კარდიოლოგიური გამოკვლევების პროგრამა ბოხუას ცენტრში
უმეტესობა კარდიოლოგიური დაავდებების ან მისი რისკ-ფაქტორები შესაძლებელია პრევენცირებული იქნას რეგულარული გამოკვლევების მეშვეობით
პროგრამის ფარგლებში ტარდება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები,სპეციალისტებთან კონსულტირებით, ორგანიზმის ფუნქციური და ანატომიური მდგომარეობის შეფასება, რაც თავისთავად ამცირებს ავადობის რისკს
კარდიოლოგიური Check Up პროგრამის უპირატესობებია:
*გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობის შემცირება.
*უსიმპტომო დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
* უკვე დიაგნოსტირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების მდგომარეობის შეფასება.
*ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
*უახლესი დიაგნოსტიკური კვლევების და მკურნალობის მეთოდების გამოყენება
*ოპტიმალური მკურნალობის კურსის დროული დაწყება
ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით კარდიოლოგიური Check Up სერვისით შესაძლებელია ისარგებლონ 20 წლის ზემოთ, ხოლო სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოზზე.
იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ , გაატარეთ პრევენციული ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის დასაცავად
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ცენტრს, კარდიოვასკულური მიმართულებით
დამატებითი ინფორმაციისთვის: 2 51 70 08
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5