კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგული გამოკვლევები თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში
კატარაქტა
კატარაქტა თვალის ბროლის შემღვრევაა, რომელიც ასაკოვან ადამიანებში საკმაოდ ხშირად იწვევს მხედველობის დაქვეითებას და სიბრმავესაც კი, თუმცა ეს ის პათოლოგიაა, რომლის დროსაც მედიცინა ყოვლისშემძლეა – კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ფაქტობრივად ყოველთვის აღმოფხვრის ბროლის შემღვრევით გამოწვეულ ცვლილებებს.
გლაუკომა
გლაუკომა თვალის ისეთ დაავადებათა ჯგუფია, რომელთა დროსაც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს თვალის უკანა ნაწილში არსებული მხედველობის ნერვის დაზიანება იწვევს.
გლაუკომის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ამ პათოლოგიის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს მაღალი თვალშიგა წნევა აღენიშნება, მისი დაწევა კი აფერხებს გლაუკომის განვითარების რისკს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყველას, ვისაც თვალშიგა წნევა მომატებული აქვს, არ ემართება გლაუკომა და არც ამ ფაქტორის გარეშეა ვინმე დაზღვეული გლაუკომისგან – არის შემთხვევები, როდესაც ის ნორმალური თვალშიგა წნევის ფონზე ვითარდება. მომატებული წნევის შემთხვევაში ინდივიდუალურად, თვალის გამოკვლევით უნდა განისაზღვროს, რამდენად უძლებს მხედველობის ნერვი მაღალი წნევის პრესს, კონკრეტული ადამიანისთვის თვალის როგორი წნევაა უსაფრთხო.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს სთავაზობს, რის ფარგლებშიც პაციენტებს ჩაუტარდებათ ვაზომეტრია კორექციით, ტობომეტრია,აუტორეფრაქტოკერატომეტრია.ბიომიკროსკოპია,თვალის ფსკერის დათვალიერება
აღნიშნული კვლევები ემსახურება კატარაქტის და გლაუკომის დროულ დიაგნოსტირებას , მათი გართულებების თავიდან აცილებას და მკურნალობის დაგეგმას
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით,რაც უზრუნველყოფს თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო 2 10 44 44
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5