სამედიცინო კონფერენცია „თანამედროვე მცირე ინვაზიური ჩარევები კარდიოვასკულური ჩარევები“

27 სექტემბერი 2022

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ორგანიზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 24 სექტემბერს, სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე მცირე ინვაზიური კარდიოვასკულური ჩარევები“.

სამედიცინო კონფერენცია მიეძღვნა კარდიოვასკულური პათოლოგიების მცირე ინვაზიური მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

ბოხუას ცენტრში კარდიოქირურგიული და ენდოვასკულური მიმართულებით დანერგილ მეთოდებზე, მოხსენებებით წარსდგნენ დარგის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები.

„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი თანამედროვე ევროპული სტანდარტების სამედიცინო კლინიკაა, სადაც მედიცინის ყველა მნიშვნელოვანი სიახლეა ასახული“ განაცხადეს უცხოელმა კოლეგებმა

მოწვეულმა სპეციალსტებმა  ცენტრს სამომავლო პროექტებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიებას ეწრებოდნენ, სხვადასხვა დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი კლინიკაა . ცენტრი დღეს წარმოადგენს  წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.