თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით სამედიცინო კონფერენცია : „ინოვაციები და სიახლეები ნეიროქირურგიაში და ნეიროინტერვენციაში’’ჩატარდა .ღონისძიება თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელის გოგი მაღალაშვილის და მისი გუნდის ორგანიზებით დაიგეგმა.
კლინიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნეიროქირურგია. ცენტრში წარმოდგენილია თანამედროვე სტანდარტის ნეიროქირურგიის ცენტრი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი უახლესი საოპერაციო სისტემით (ნეიროქირურგიული ეგზოსკოპი). თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მეორე კლინიკაა ევროპაში, სადაც უახლესი ნეიროქირურგიული ეგზოსკოპი დაიდგა.
სამედიცინო კონფერეციაზე მოხსენებებით წარსდგნენ და სიახლეები გაუზიარეს საქართველოში ნეიროქირურგიასა და ნევროლოგიაში მოღვაწე დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა, ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა დარგის სიახლეები და წარმატებული სამედიცინო შემთხვევები
ღონისძიებას ესწრებოდნენ, სხვადასხვა დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენციას დაესწრო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თენგიზ გენძეხაძე