დეპრესიასთან გამკლავების მეთოდები

05 ნოემბერი 2017

ყოველ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. მაგრამ, როგორ გავიგოთ როდის სჭირდება ჩვენს ოჯახის წევრს პროფესიონალის დახმარება? რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ შემთხვევაში?

პრობლემის ამოცნობა

ხშირად ადამიანის მდგომარეობის დასახასიათებლად ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგოირცაა - ნერვული აშლილობა, ან მენტალური პრობლემები. მაგრამ ეს არაა კლინიკური დიაგნოზის სახელწოდებები და პროფესიონალები ამ დასახელებებს არ იყენებენ.

“მე ვურჩევ ხალხს თავი აარიდონ ამ ტერმინოლოგიის გამოყენებას, რადგან მიმაჩნია ამ სიტყვებს უარყოფითი დატვირთვა აქვს,” ამბობს ადამ ბორლანდი, ფსიქოლოგიის დოქტორი. “ადამიანებს ხშირად აქვთ რაციონალური მიზეზები, რომ თავს ცუდად გროძბდნენ. მაგრამ როცა მათ ამ მდგომარეობას მენტალური პრობლემების სახელით მოიხსენებენ, იგულისხმება თითქოს ეს ამ პირების სისუსტითაა გამოწვეული, რაც არაა მართალი.”

ხშირად ეს მდგომარეობა გამოწვეულია დეპრესიით, შფოთვით ან უბრალოდ ცხოვრების სტრესისგან დათრგუნვით.

დეპრესიის ნიშნები:

  • უიმედობის გრძნობა
  • სხვებისგან თავის არიდება
  • აქტივობებისა და ჰობის მიმართ ინტერესის დაკარგვა
  • ცვლილებები ძილის რეჟიმში
  • მადის დაკარგვა/სიჭარბე
  • გაუკონტორლებელი ტირილი ან აპათია
  • პრობლემები ჰიგიენასთან, დალაგებასთან ან სამუშაოს შესრულებაში
  • პანიკური შეტევები
  • მარტივად გაღიზიანება/გაბრაზება
  • სიკვდილზე/თვითმკლველეობაზე ფიქრი

​როგორ შეგიძლია დაეხმარო?
საჭიროა მოსმენა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს არის ყურადღება.

ნუ ეცდებით გამოსავლების შეთავაზებას, ან ნუ ეტყვით, რომ უბრალოდ პოზიტიურზე გადაიტანოს ყურადღება. უმჯობესია მოუსმინოთ და შესთავაზოთ თანაგრძნობა. უმჯობესი იქნება თუ თქვენ მათ მდგომარეობას მიიღებთ ისე, როგორც არის. აუცილებელია თქვენ შეხვიდეთ მათ მდგომარეობაში და აგრძნობინოთ, რომ გესმით მათი და იაზრებთ თუ როგორ გრძნობს თავს.

ჰკითხეთ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ. უმიზეზო დახმარება და ზრუნვა დეპრესიაში ჩავარდნილს უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ისეთი კითხვები, როგორიცაა: “სცადე წამლების მიღება/ვარჯიში/ვიტამინების დალევა?” მას უფრო მეტად გააღიზიანებს, ვიდრე - დაეხმარება. ამის ნაცვლად, უმჯობესია ჰკითხოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ თავი უკეთესად იგრძნოს.
ან შესთავაზეთ კონკრეტული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. მაგალითად: “ხომ არ გირჩევნია ბავშვები მე წავიყვანო ამ საღამოს რომ მარტომ შეძლო დასვნება?”

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი დახმარება არაა საკმარისი, უმჯობესია ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს მგრძნობიარე საკითხი. განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე ასეთი შემთხვევა არ გქონიათ. ადამიანებს ზოგჯერ გვიჭირს, ვაღიაროთ, რომ ყველაფრის ჩვენით გაკეთება არ შეგვიძლია.

დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ ჰკითხოთ: “ვხედავ რომ ამ ბოლო დროს ცუდ მდგომარებაში ხარ და შენზე ვნერვიულბ. რას ფიქრობ, ხომ არ ჯობია ექიმს დაელაპარაკო ამის შესახებ?” “ვიცი რომ თერაპიაზე წასვლა საშიშად ჟრერს, მაგამ, ვფიქრობ რომ ეს ძალიან დაგეხმარება. მოვძებნე რამდენიმე ფსიქოთერაპევტი, რომლებიც დეპრესიის განკურნებაში არიან სპეციალიზებული. შემიძლია ვიზიტზე ჩასაწერად დავრეკო.”

თუ ის მზად არაა ექიმთან წასასვლელად, ნუ დაუწყებთ კამათს. დაელოდეთ და გარკვეული დროის შემდეგ თავიდან შესთავაზეთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ეს გადაუდებელია?

თუ შიშობთ, რომ თქვენი ახლობელი თვითმკვლელობაზე ფიქრობს, მაშინ საჭიროა უფრო არგუმენტებულად დაუსაფუძვლოთ პროფესიონალური დახმარების საჭიროება.
მართალია, რომ თვითმკვლელობა საშიში საკითხია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ.
შეეცადეთ თქვენს ახლობელს ათქმევინოთ, თუ როგორ გრძნობს თავს, მაშინაც კი როცა ამის მოსმენა რთულია. გააგებინეთ, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალს დაელაპარაკოს ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე.

თუ ფიქრობთ, რომ იგი თვითმკვლელობის მცდელობის ზღვარზეა, შეიძლება სასწრაფოში დარეკვაც გახდეს საჭირო.
დეპრესიაში ჩავარდნილის დახმარება ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგრამ თქვენი თანადგომა შეიძლება იყოს მათი გამოკეთების გადამწყვეტი ფაქტორი.