ხეები, ბუჩქები და მცენარეები თქვენი სახლის გარეთ კარგია არა მხოლოდ ლამაზი ხედისთვის. ახალი კვლევის შედეგად, გამწვანებულ ადგილებში ცხოვრება ქალებს ეხმარება უფრო დიდ ხანს იცხოვრონ და გაიუმჯობესონ ფსიქიკური მდგომარეობა.
ჰარვარდისა მკვლევრებმა და ბრაიგჰამის ქალთა ჰოსპიტალის ექიმებმა გამოიკვლიეს 108,000 ქალი. კვლევა 2000-იდან 2008 წლამდე ტარდებოდა და მიზანი იყო გამოეკვლიათ ქვეყნის მასშტაბით რა რისკის ფაქტორები ახდენდა გავლენას ქალების ქრონიკულ დაავადებებზე.
მათ შეადარეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ ქალებს შორის, რომელთა საცხოვრებელიც გამწვანებულ სივრცეებთან ახლოს იყო და იმათი, ვისთანაც ხეებისა და მცენარეების ნაკლებობა იყო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამწვანებულ ადგილას მცხოვრები ქალების სიკვდილიანობის სიხშირე 12%-ით ნაკლები იყო. მცენარეების ოდენობის შეფასება ხდებოდა სხვადასხვა სეზონებსა და წლებში სატელიტიდან გადაღებული სურათების საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევა კაცებზე არ ჩატარებულა, მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს რომ მათ შემთხვევაშიც იდენტური შედეგი იქნებოდა.
მკვლევრებმა გააანალიზეს თუ რა სპეციფიური შედეგები ჰქონდა კვლევის წევრებზე მცენარეებს და დაადგინეს, რომ გამწვანებულ არეალში მცხოვრებ ქალებს ჰქონდათ 41%-ით დაბალი თირკმლის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იგივე მაჩვენებელი 34%-ით ნაკლები იყო სასუნთქი სისტემების დაავადებებზე და 13%-ით ნაკლები კიბოთი დაავადებით გამოწვეული სიკვდილის სიხშირე.
ზემოაღნიშნულ შედეგებს არაერთი მიზეზი იწვევს. მათ შორის ერთ-ერთია ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც იზმოებოდა დეპრესიის დონის მიხედვით. დადგინდა რომ უფრო გამწვანებულ ადგილებში 30%-ით ნაკლები იყო დეპრესიის შეთხვევები. კვლევის მიხედვით ჰაერის დაბიძურების დაბალი მაჩვენებელი, გაზრდილი ფიზიკური აქტივობა და სოციალურ პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის კვლევები აქამდეც ჩატარებულია, ეს იყო პირველი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბი მოიცვა და გამოიკვლია კავშირი გამწვანებასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთან.
მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში დაბალანსებული იყო სოციო-ეკონომიკური და ინდივიდუალური რისკის ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად სიგარეტის მოწევისგან გამოწვეული საფრთხე. შესაბამისად ზემოაღნიშნული ტიპის ფაქტორები კვლევის შედეგებზე გავლენას არ ახდენდა.
მკვლვრებმა აღნიშნეს, რომ კვლევის მიზანი არ იყო ქალაქში და სოფლებში მაცხოვრებელი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის შედარება. გამოკითხულთა 84% ურბანიზებული არეალის მაცხოვრებლები არიან. შესაბამისად, იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ხეებმა და მცენარეებმა დადებითი გავლენა მოახდინოს, არაა აუცილებელი ისინი სოფელში ან პარკის გვერდზე ცხოვრობდნენ.