რა არის შფოთვა პანდემიის პირობებში

07 აგვისტო 2021

 

Covid-19  დიაგნოზის შემდეგ, ყოველ მეხუთე  პაციენტს  ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. შფოთვა, დეპრესიული  ეპიზოდები, ინსომნია, ფობია, ჩიხის  და იზოლაციის   განცდა-უახლესი კვლევების თანახმად პანდემიის თანმდევია. ჯანმო ამ დროისთვის აქცენტებს სტრესსა  და შფოთვაზე, აგრეთვე სტრესის სწორ მართვაზე  ამახვილებს.

ადამიანის განცდის სამყაროში - შფოთვა   გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს.  შფოთვა სხვადასხვა  შეფერილობით გამოირჩევა, რომლის ახსნაც რთულია. ის ზოგჯერ სუბიექტის დროებითი მდგომარეობაა-სოციალური  მოვლენებით, დეზინტეგრაციით, საკუთარი ფრუსტრაციით , სამედიცინო მანიპულაციით ან ქირურგიული ჩარევით აღმოცენებული  და სხვა...

შფოთვა  უფრო  მომავალს  უკავშირდება და რამოდენიმე ემოციის ნაზავს ქმნის-შიშის, სევდის, სირცხვილის და ბრალეულობის განცდის. ღელვა საზოგადოების ნაწილისთვის  დროებითია -სიტუაციური, ხოლო დანარჩენისთვის უფრო ხანგრძლივი, ქრონიკულიც.  უცნაური ფიქრები,ობსესიური აზრები, კომპულსიები,(რიტუალები), ინსომნია. შფოთვის უკან,მის მიღმა, ხან  ნათელი  და რაციონალური აზრი დევს,ზოგჯერ კი უსუსური და ირაციონალური.

შფოთვა ფსიქოვეგეტატიკური დარღვევის სუბიექტური ასახვაა,ინტიმური მექანიზმებით და ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დიდ ნაწილს უდევს საფუძვლად.

შიშს და შფოთვას საერთო ონტოლოგიური (ყოფიერება) საფუძველი აქვთ,რეალურად კი განსხვავდებიან.შიში განსაზღვრული ობიექტით გამოირჩევა,რომელსაც შეიძლება შეხედო,გააანალიზო, შეებრძოლო,შფოთვასთან --სხვაგვარადაა. მას ობიექტი არ ჰყავს,თითქოს უსახელოა,უფორმო  და გადღაბნილი. ადამიანების გადაუჭრელი კონფლიქტები,განდევნილი შინაარსები, სრულყოფილებისკენ  სწრაფვა და იმავდროულად საკუთარი  უმნიშვნელობის და არასრულფასოვნების  განცდა, ყოფის ტვირთი, დაფარული სურვილები -  შფოთვას უკავშირდება. ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი- ვილობაი, ოჯახების და წყვილების სეპარაციის  მზარდ რიცხვს-სტრესსა და შფოთვას უკავშირებს.სასტიკ   დამოკიდებულებას და მოპყრობას, პირდაპირი კავშირი აქვს შფოთვასთან.

შფოთვა, აგრეთვე განიხილება,როგორც  კულტურის არასტაბილური მდგომარეობის ნაყოფი.

შფოთვის დროს კავშირი ირღვევა გონებას და სხეულს შორის, ფიქრს და შეგრძნებებს შორის. წყვეტა კი, გონების  და სხუელის გამიჯვნაა-ყოვლისმომცველი. ამიტომაც გრძნობს პიროვნება თავს ცუდად.

თეონა გომართელი -   ექიმი ფსიქოთერაპევტი,

 კლინიკური ფსიქოლოგი

დამატებითი ინფორმაციისთვის:  2 10 44 44

 

იგივე კატეგორიის სხვა პოსტები