მუდმივი სტრესი ,ზოგჯერ თქვენს გრძნობებს აუფერულებს,უმწეობის განცდას აჩენს და გამოფიტულს გტოვებთ.ამ დროს თქვენი ენერგია და სამუშაო პროდუქტიულობაც მცირდება.ოკუპაციურ გადაწვას შევეხებით. ტერმინი “ Burnout “ გერმანელ-ამერიკელ ფსიქოთერაპევტს, ჰერბერტ ფროიდენბერგერს ეკუთვნის.ის კომპანიაში თანამშრომლებს აკვირდებოდა,რომლებიც, შრომის უნარის დაქვეითებას და გამოფიტვას უჩიოდნენ. მეცნიერი აქცენტს ამახვილებდა დეტალზე- პიროვნების „გამოფიტული“ მდგომარეობა, დასვენების შემდეგაც არ ქრებოდა.
სამუშაო გადაწვის მენტალური სიმპტომები : კონცენტრაციის სირთულე, უსარგებლობის განცდა,ინტერესების და სიამოვნების უნარის დაქვეითება და დაკარგვა, დეპრესიული გუნებ-განწყობა და სხვ.
ფიზიკური სიმპტომები:
- გასტროინტესტინური პრობლემები
- ჰიპერტენზია
- იმუნური სისტემის პრობლემები
- რეკურენტული თავის ტკივილი
ოკუპაციური გადაწვის ამოცნობისთვის ფსიქოლოგები ასეთ ტესტს გვთავაზობენ:
მე ხშირად ვგრძნობ თავს დათრგუნულად.
მე მალე ვიღლები და ძილის სირთულე მაქვს.
მე რთულად ვუმკლავდები სიტუაციებს და არ მაქვს შიმშილის შეგრძნება.
მე უამრავი საქმე და ამოცანა მაქვს სამსახურში.
მე ხშირად ვგრძნობ “სიავეს“ და “გულის გატეხვას.
მე მეჩვენება, რომ ყველასთვის სულერთია ის,თუ რა მჭირს.
ჩემი ძალები ამოწურულია.
ტესტიდან,თუ სამ პუნქტს ეთანხმებით,მაშინ გადაწვის ზღვარზე ხართ.
რუტინა და პატარა რიტუალებს,თუ ყოველდღიურად აჰყვებით, სტრესის დაძლევის საუკეთესო გზაა. მაგ.დილის ვარჯიში და 1 ჭიქა წყლის მიღება.დაძინებამდე 1საათით ადრე,წიგნის კითხვა, გრაუნდინგის ტექნიკები. ეს აქტივობები კოგნიტურ პროცესებს ააქტიურებს, მოქნილს გხდით და სტრესის დაძლევაში გეხმარებათ. მეტი ეფექტისთვის შეზღუდეთ -შაქრის,კოფეინის,ფასთფუდის, ტრანს ცხიმების მიღება . გახსოვდეთ სამი “R”.(Recognize,Reverse,Resilence).ოკუპაციური გადაწვისას, სტრესის გარდა ადამიანის ცხოვრების სტილს და პერსონალურ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. პერფექციური ტენდენციები,პესიმიზმი,კონტროლი,მაღალი მიღწევები, A-ტიპი და სხვა.
პიროვნების სოციალური კონტაქტები და პირისპირ საუბარი-სტრესის ანტიდოტია. მეტი ურთიერთობა კოლეგებთან, ჩართულობა, სოციალური ქსელის გაშლა,ოჯახთან და მეგობრებთან ბალანსის დაცვა, სტრესის რედუქციის საშუალებაა. კრეატიული იდეები-ზოგადად სიმპტომებს ამსუბუქებს. შეეცადეთ ფოკუსირდეთ სასიამოვნო დეტალებზე.დასვით კითხვა-რა მაბედნიერებს? დაიცავით პიროვნული საზღვრები. აქტივობა და ვარჯიში,სტრესის დაძლევას ამარტივებს. ათ წუთიანი სეირნობა გუნებ-განწყობას გაგიუმჯობესებთ-ორი საათის განმავლობაში. სტრესის დროს, ფიქრებზე ფოკუსირების ნაცვლად, სხეულს და შეგრძნებებს დააკვირდით. მაგ.ტერფი აამოძრავეთ, მოჩიჩქნეთ მიწა და მოძრაობის შემდეგ, ყურადღება სხეულს დაუთმეთ.რას აკეთებთ შეფერხების დროს და როგორ უყურებთ სამყაროს - ეს ყოველივე,დიდ როლს ასრულებს სტრესის გამოწვევისას.
თეონა გომართელი
ექიმი-ფსიქოთერაპევტი,კოგნიტიურ-ბიჰევიორული,სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი