05 ნოემბერი 2017

ხშირად გაწუხებთ  დაღლილობის შეგრძნება? დაღლილობა შეიძლება ფარული პრობლემის სიგნალი იყოს, ისეთი, როგორიცაა ანემია, დიაბეტი, ჰიპოთირეოდიზმი ან C ჰეპატიტი, სხვა ფაქტორებთან ერთად. მაგრამ მანამ, სანამ თქვენი ექიმი დაადგენს გაქვთ თუ არა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემასთან საქმე, შეგვიძლია ვიცოდეთ რამდენიმე ფარული მიზეზი, რომლებიც დაღლილობის მიზეზი შეიძლება გახდეს: 

1. არაჯანსაღი დიეტა 
დიეტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმსა და გადამუშავებელ საკვებს, ორგანიზმს ენერგიას აცლის და შედეგად იმატებს დაღლილობის შეგრძნება. ამიტომ აუცილებელია, რომ დიეტის დროს მიიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ცილებს შეიცავს და ენერგიით ავსებს ორგანიზმს, ასეთია: თევზი, ქათმის ხორცი, ბარდა, ლობიო, ხილი, ბოსტნეული და სხვა ნაკლებცხიმიანი საკვები.

2. დაკარგული საკვები ნივთიერებები
ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელი ინდუსტიული მრეწველობის პირობებში პროდუქტი კარგავს მინერალებს, რომლებიც დაღლილობის დაძლევაში გვეხმარება. თუ გსურთ მიიღოთ ენერგიის რაციონალური რაოდენობა აუცილებელია იკვებოთ ჯანმრთელი, ახალი საკვებით. რეგულარული სწორი კვება ამცირებს გადაღლილობის დონეს თქვენს ორგანიზმში. 

3. არასაკმარისი ომეგა-3

ეცადეთ, მიირთვათ ისეთი საკვები, რომელიც შედგება ორგანიზმისთვის აუცილებლი ნივთიერებით, ომეგა-3-ით. ის ამცირებს დეპრესიას, დაღლილობასა და სტრესს. ომეგა-3 ნივთირებას ძირითადად ზღვის პროდუქტები შეიცავენ. 

4. D ვიტამინის ნაკლებობა
ვიტამინი D კანში  წარმოიქმნება და მას სჭირდება მზის სხივები რათა განვითარდეს. ეს იმ მცირე ვიტამინთაგანია, რომლებიც საკვებში არ გვხვდება. შესაბამისად, თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები ნაკლებად ხვდება, აუცილებელია ექიმმა გამოგიწეროთ D ვიტამინი, რათა შეივსოთ დანაკლისი. 

5. ცუდი ძილი
თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ, ეს ძალიან ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. სამსახურეობრივი პასუხიმსგებლობები, ყოველდღიური სტრესი, ოჯახური მდგომარეობა და დამოკიდებულებები. უძილობა კი აუცილებლად გადაღლილობას წარმოშობს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორად გქონდეთ გაწერილი ძილის რეჟიმი. თუ უძილობა გაწუხებთ, შეგიძლიათ უყუროთ ინფორმაციულ ვიდეოს.

6. მჯდომარე ცხოვრების წესი
თუ ჯანსაღი დიეტა და კარგი ძილი არ ცვლის თქვენს მდგომარეობას და ისევ გრძნობთ დაღლილობას, ეს სავაუდოდ გამოწვეულია უმოძრაოდ ყოფნითა და მაგიდასთან ხანგძლივად ჯდომით. გირჩევთ, მსუბუქი ვარჯიშებით დაკავდეთ დღის განმავლობაში, რათა დახარჯოთ დაგროვებული ენერგია და სანაცვნლოდ მიიღოთ ახალი. 

7. სტრესი
ეს ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ვითარებაში იჩენს ხოლმე თავს. სტრესის ასაცილებლად განტვირთვა და სხვადასხვა აქტივობებია საჭირო, როგორიცაა: მედიტაცია, იოგა და დასამშვიდებელი ვარჯიშები.