გულის პრობლემები უფრო ხშირად მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა ეს პრობლემა ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც. სხვაობა არის ის, რომ ხშირად გულის დაავადების სიმპტომები ქალებში შედარებით განსხვავებულია.
საბედნიეროდ, ქალებს შეუძლიათ მიიღონ ზომები გულის დაავადების უნიკალური სიმპტომების გასაგებად და მისი რისკის შესამცირებლად.
გულის შეტევის სიმპტომები ქალებში
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ქალებში არის გარკვეული სახის ტკივილი, ზეწოლა და დისკომფორტი მკერდის არეში. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მძიმე ან ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი, განსაკუთრებით ქალებში. ზოგჯერ ქალებს შეიძლება ჰქონდეთ გულის შეტევა გულმკერდის ტკივილის გარეშე. ქალებისთვის უფრო სავარაუდოა, რომ ჰქონდეთ გულის შეტევის სიმპტომები ტკივილის გარეშე, მაგალითად:
- კისრის, ყბის, მხრის დს მუცლის დისკომფორტი
- ჰაერის უკმარისობა
- ტკივილი მხრების მიდამოებში
- გულისრევა ან ღებინება
- ოფლიანობა
- თავბრუსხვევა
- არაბუნებრივი დაღლილობა
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ვიდრე აშკარა გულმკერდის ტკივილები. ქალებში სიმპტომები შეიძლება უფრო ხშირად გამოვლინდეს დასვენების ან ძილის დროს. ასევე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა.
თუ ზემოთ აღნიშნულ სიმპტომებს შეამჩნევთ საკუთარ თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან დაურეკეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს.
მიუხედავად იმისა, რომ კორონარული არტერიის დაავადების რამდენიმე რისკ-ფაქტორი, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა და ჭარბი წონა - გავლენას ახდენს ქალებსა და მამაკაცებზე, სხვა ფაქტორებმა შესაძლოა უფრო დიდი როლი ითამაშოს ქალებში გულის დაავადების განვითარებაში. მაგალითად:
დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალები გულის დაავადების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დიაბეტის მქონე მამაკაცები.
- სტრესი და დეპრესია. ქალებში გულზე დიდ გავლენას ახდენს სტრესი და დეპრესია განსხვავებით მამაკაცებისგან. დეპრესია ხელს უშლის ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას. ამიტომ საჭიროა ექიმთან საუბარი და მკურნალობა, თუ სიმპტომები არსებობს.
- მოწევა. მოწევა უფრო დიდი რისკის ფაქტორია ქალებისათვის, ვიდრე მამაკაცებისთვის.
- უმოქმედობა. ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა გულის დაავადების ძირითადი რისკია.
- მენოპაუზა. მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დაბალი დონით მიწოდება სისხლძარღვებში კარდიოვასკულური დაავადების განვითარებისთვის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს ქმნის.
- ორსულობის გართულებები. მაღალმა არტერიულმა წნევამ ან დიაბეტმა ორსულობის დროს შესაძლოა გაზარდოს გულის დაავადებების განვითარების რისკი დედებში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თუ მშობელს აღმოაჩნდა დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა ორსულობისას, შეიძლება ბავშვსაც აღმოაჩნდეს სამომავლოდ გულის დაავადებებისკენ მიდრეკილება.
ანთებითი დაავადებების მქონე ქალებს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი ან ლუპუსი, შეიძლება ასევე ჰქონდეს აღნიშნული დაავადების მაღალი რისკი. კვლევა მიმდინარეობს ქალებში სხვა გულის დაავადებების რისკ ფაქტორების მიხედვით.
არის გულის დაავადება მხოლოდ ასაკიანი ქალების საზრუნავი?
არა. გულის დაავადებები გვხვდება ნებისმიერი ასაკის ქალებში65 წლამდე ასაკის ქალები და განსაკუთრებით ისინი ვისაც მემკვიდრეობით აღენიშნებოდა აღნიშნული ,მეტ ყურადღებას საჭიროებენ .
რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ გულის დაავადების რისკები შევამციროთ?
ქალებს შეუძლიათ ცხოვრების წესის ცვლილებით გულის დაავადების რისკი შეიმცირონ, მათ შორის:
- დაანებონ ან საერთოდ არ დაიწყონ მოწევა.
- ივარჯიშონ რეგულარულად
- იკვებონ ჯანმრთელი, ახალი პროდუქტებით, ნაკლები ცხიმებითა და ნახევარფაბრიკატებით.
ქალებმა ასევე უნდა მიიღონ მხოლოდ მათთვის დადგენილი მედიკამენტები, როგორიცაა სისხლის წნევის პრეპარატები და ასპირინი.
მათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ დაავადებებს როგორებიც არის, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინის დონე და შაქრიანი დიაბეტი .