ადამიანის ორგანიზმში ტრილიონობით უჯრედია და ვერცერთი მათგანი ვერ ფუნქციონირებს ჯანგბადის გარეშე. ჯანგბადი უჯრედებს მიეწოდება სისხლის მეშვეობით, სისხლი კი მოძრაობს სისხლძარღვებში
სისხლძარღვები პირობითად შეიძლება დავყოთ მსხვილ, საშუალო კალიბრის, წვრილ და ძალიან (მიკროსკოპულ)წვრილ სისხლძარღვებად.სისხლის ნაკადის შეფერხება ან შეწყვეტა სისხლძარღვოვანი ქსელის ნებისმიერ დონეზე იწვევს ორგანოს ჟანგბადოვან შიმშილს(იშემიას) ან მის ნეკროზს,ანუ შეუქცევად დაზიანებას, ინფარქტს. ჯანგბადის ნაკლებობის შედეგად, გარკვეული დროის განმავლობაში ესათუის ორგანო, იწყებს მისთვის საჭირო ენერგიის უჟანგბადო გამომუშავებას, რის შედეგადაც გამომუშავდება ნივთიერება ლაქტატი, რომელიც იწვევს შესაბამისი ორგანოს ტკივილს.
როდესაც ეს ხდება გულის კუნთში ჩნდება ტკივილი, რომლის მიზეზიცაა ჯანგბადის მიწოდების შეფერხება ან შეწყვეტა, ამას ქვია სტენოკარდია ან მიოკარდის ინფარქტი
გულის კუნთის სისხლით კვება ეწ გვირგვიროვანი სისხლძარღვებით ხდება და ისევე როგორც ყველას სხვა სისხლძარღვი ეს უკანასკნელნიც იყოფიან, მსხვილ, საშუალო კალიბრის, წვრილ, ძალიან წვრილ(მიკროსკოპულ) სისხლძარღვებად
როგორც უკვე აღინიშნა გვირგვინოვან სისხლძარღვებშიც სისხლის ნაკადის შეფერხება ან სრული შეწყვეტა შეიძლება მოხდეს გვირგვიროვანი სისხლის მიმოქცევის ნებისმიერ დონეზე, მათ შორის მიკროსკოპულზეც. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანს აქვს სტენოკარდიული ტკივილი, ანუ გულის კუნთის ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ გვირგვინოვანი სისხლძარღვების კონტრასტულ რენტგენზე(კორონაროგრაფია), მნიშვნელოვანი დაზიანება არ ჩანს.
ასეთ მოვლენას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემთხვევათა 10-35 %- ში და ამის მიზეზია, თავისთავად და დაშლილი თრომბი, კორონაროგრაფიისთვის უჩინარი, მიკროსკოპული სისხლძარღვების სტრუქტურული დაზიანება. სისხლძარღვის გარდამავალი შევიწროება ან გაფართოვების უუნარობა.ასეთ შემთხვევაში ექიმები ამბობენ, რომ ადგილი აქვს მიკროვასკულურ (მიკროსკოპულისისხლძარღვები) სტენოკარდიას
მიკროვასკულური სტენოკარდია შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
• ემოციური სტრესი
• ფიზიკური დატვირთვა
• სიცივე
• მენსტრუალური ციკლი
• მენოპაუზა
• მიკროვასკულატურის სტრუქტურული ცვლილებები ან სისხლძარღვის გარეთ არსებული კომპონენტების მათზე ზეწოლა.
• სისხლძარღვების მომატებული ტონუსი.
ვინაიდან სისხლძარღვთა დაზიანება მიკროვასკულური სტენოკარდიის დროს კორონაროგრაფიისთვის უხილავია, მისი დიაგნოსტიკა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ სტენოკარდიის სადიაგნოსტიკო ტესტებიც, ისეთი როგორიცაა ექოკარდიოგრაფია ფიზიკური ან მედიკამენტოზური დატვირთვით (სტრესექოკარდიოგრაფია) , ფიზიკური დატვირთვის სინჯი ტრედმილზე ან ველოერგომეტრზე,გულის კუნთის რადიოზოტოპური კვლევა, ისევე როგორც ბირთვულ მაგნიტური კვლევა, კორონაროგრაფია კომპიუტერული ტომოგრაფიით,სხვადასხვა ხარისხით მაგრამ ნაკლებად ინფორმატიულებია, ვიდრე შედარებით მსხვილი გვირგვიროვანი სისხლძარღვების დაზიანების დროს.
გარკვეულ ინფორმაციას ამ მხრივ იძლევა სისხლძარღვთა გამაფართოვებელი გავლენის პირობებში გვირგვიროვან სისხლძარღვებში სისხლის ფრაქციული ნაკადის რეზერვის კვლევა, რომელიც კორონაროგრაფიის დროს ტარდება, მაგრამ ეს მეთოდიკა ჩვენში არასათანადოდ ფართოდ არის დანერგილი.
მიკროვასკულური სტენოკარდიის პროფილაქტიკა და მედიკამენტოზური მკურნალობა, დიდად არ განსხვავდება ასეთსიგან მსხვილი სისხლძარღვების დაზიანების დროს. ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მექანიზმი რამაც განაპირობა მიკროვასკულური სტენოკარდიის განვითარება. ამის გათვალისწინებით შედარებით განხსვავებული იქნება მკურნალობის გეგმა.
ასეთ პაციენტებში ძალიან ეფექტურია:
- ცხოვრების სტილის შეცვლა
- თამბაქოსათვის თავის დანებება
- რეგულარული ფიზიკური ვარჯიში
- სიმსუქნის პრევენცია
- არტერიული წნევის კონტროლო
- სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი
მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს :
ანტიათეროსკლეროზულ და ენდოთელიუმის დისფუნქციის თერაპიას:
- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტი/ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები
- სტატინები
- დაბალი დოზით ასპირინი
ანტიანგინალურ თერაპიას:
- Β- ბლოკატორები
- კალციუმის არხების ბლოკატორები
- ნიტრატები
- რანოლაზინი
ინგა ბოჭორიშვილი
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი- ინტერვენციული კარდიოლოგი
მედიცინის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების სწავლული მდივანი