პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომელიც ქალებს რეპროდუქტიულ ასაკში უვითარდებათ. მისი ძირითდი სიმპტომებია მენსტრუალური ციკლის გაიშვიათება და გახანგრძლივება, თმიანობის მომატება, აკნე, წონის მომატება. მოზარდებში, გაიშვიათებული ან გაცდენილი ციკლი იწვევს ეჭვს ამ დაავადების შესახებ. 

პოლიცისტოზის დროს საკვერცხეებში ჩნდება სითხის შემცველი გროვები - ფოლიკულები და საკვერცხე გადიდებულია. დაგვიანებულმა დიაგნოზმა, შეიძლება, მომავალში უნაყოფობა გამოიწვიოს.  ის ასევე შეილძება იყოს სხვადასხვა დაავადებების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, მომატებული არტერიული წნევის, ცხიმების ცვლის დარღვევის და მეტაბოლური სინდრომის წინაპირობა.

საკვერცხეების პოლიცისტოზის ჩამოყალიბების უამრავ მიზეზს ვარაუდობენ, მაგრამ ეს თეორიები ჯერ კიდევ ჰიპოთეზად რჩება და საბოლოოდ არ არის დადგენილი.   დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პათოლოგია განპირობებულია არა ერთი გამომწვევი ფაქტორით, არამედ ფაქტორთა ერთობლიობით. იშვიათია კლასიკური შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე პაციენტს ყველა სიმპტომი აღენიშნება.  ასეთ დროს ქალებში მამაკაცური ჰორმონების ზრდა მიმდინარეობს. ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი სიმსუქნეა. 

ვინაიდან საკვერცხის პოლიცისტოზის სიმპტომები ზუსტად დადგენილი არ არის, ვარაუდობენ შემდეგ სიმპტომებს: 

  • ჰორმონ ინსულინის სიჭარბე
  • მემკვიდრეობითობა
  • ანთებითი პროცესები ორგანიზმში 

რა ტიპის სიმსუქნე ახლავს პოლიცისტურ სინდრომს?

პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომის დროს კანქვეშა ცხიმი ძირითადად იზრდება მუცლის არეში. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება:

  • ჭარბი წონა;
  • მენსტრუალური დარღვევები;
  • ჭარბთმიანობა;
  • უშვილობა;
  • ჰირსუტიზმი;
  • ტესტოსტერონის მომატებული დონე.

დაავადების დადგენისთვის აუცილებელია ჩაიტაროთ  ლაბორატორიული და ექოსკოპიური კვლევა. ექოსკოპიაზე შესაძლებელია საკვერცხეების სტრუქტურის და საშვილოსნოს მდგომარეობის შემოწმება.  დიაგნოზისთვის გამოიყენება აგრეთვე ლაპარასკოპია, რითიც საკვერცხეზე ჩანს მცირე ზომის ბუშტუკები, თუმცა ის მხოლოდ განსაზღვრულ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება.

პოლიცისტოზის დროს ჰორმონალური მკურნალობაა მიზანშეწონილი. თუ პაციენტის მდგომარეობა დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს, ინიშნება ქირურგიული ოპერაცია. დასაოჯახებელ ქალებში დაავადება ხშირად მეორდება ქირურგიული ოპერაციის შემდეგაც. 

სამედიცინო მკურნალობის დროს უნდა მოხდეს:

  • ინსულინის დონის შემცირება;
  • ნაყოფიერების აღდგენა;
  • რეგულარული მენსტრუაციის აღდგენა;
  • სხვა სიმპტომების განკურნება (აკნე და ა.შ.)

პოლიცისტოზი ხშირად შეუმჩნეველი რჩებათ პაციენტებს და მისი დიაგნოსტირება დაავადების გვიან სტადიებზე ხდება, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს და ზრდის ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის ალბათობას. სასურველია, გოგონებმა ექოსკოპიური გამოკვლევა წელიწადში ორჯერ მაინც ჩაიტარონ.