თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

ჩაჩავას 1

032 2 10 44 44

კლინიკის შესახებ

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ დაარსდა 2002 წელს. 2012 წლიდან კლინიკა შეისყიდა „ვივო მედიქალ გრუპის“ მმართველმა გუნდმა. ჯგუფის დაარსების შემდეგ კი არის მის შემადგენლობაში.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო არის მრავალპროფილური დაწესებულება, მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ სერვისებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს გადაუდებელი ამბულატორიის და სტაციონარული კომპონენტით.   მისი ძირითადი კლინიკური მიმართულებებია:

  • ზოგადი ქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ორთოპედია
  • ტრავმატოლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • ინტერვენციული კარდიოლოგია
  • მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა
  • ნევროლოგია
  • ონკოლოგია და ა.შ.

მისია

ჩვენი მისიაა, ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდითა და მულტიპროფილური სერვისებით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხზე ორიენტირებული და პერსონალიზებული სამედიცინო მომსახურება.

მიზანი

ჩვენ მიზნად ვისახავთ თავი დავიმკვიდროთ აკადემიური მედიცინის წინა რიგებში, შევქმნათ  მედიცინის მომავალი, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად  მიმართულებას: 

1. უწყვეტი სამედიცინო განათლება 

2. ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება

3. პაციენტ-ცენტრული გარემოს შექმნა

ღირებულებები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, კეთილსინდისიერება და გუნდური მუშაობა, პაციენტზე ზრუნვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია , სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი  და გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა ტარდება . კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ემერჯენსი), ამბულატორია მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით ,7 საოპერაციო დარბაზი,რეანიმაცია და სტაციონარი. კლინიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას  ქირურგია წარმოადგენს, კლინიკაში არსებული ლაპაროსკოპიული ქირურგიის ცენტრი აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით ,ცენტრში ხორციელდება  ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაციები უახლესი FULL HD  ტექნოლოგიებით. 

ქირურგიულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია ბარიატრიული ქირურგია (ე.წ გახდომის ოპერაციები) მეტაბოლური ქირურგია ( დიაბეტი ტიპი- 2 ის ქირურგია) , ტრავმატოლოგია,ყბა-სახის ქირურგია ,პლასტიკური ქირურგია,პროქტოლოგია .

2014 წლის ნოემბრიდან  „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“- ს ბაზაზე  ამოქმედდა თანამედროვე სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილი ნეიროქირურგიული ცენტრი. პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა   Medtronic-ს წარმოების ნეირო მონიტორინგის სისტემა,რისი მეშვეობითაც საშუალება გვაქვს ინტრაოპერაციულად ვაწარმოოთ მონიტორინგი,რაც მნივნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის  აღჭურვილი  უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით , დიაგნოსტიკურ ნაწილში  წარმოდგენილია: მაგნიტურ -რეზონანსული ტომოგრაფია , კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევები, რენტგენოგრაფია, ენდოსკოპია ,ენცეფალოგრაფია.

კლინიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს თბილისის ცენტრალური ლაბორატორია რომლის ანალოგი სულ რამდენიმეა ამიერკავკასიაში.  

სამუშაო საათები : 

 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო - ამბულატორია 09:30-17:30

მიმღები და გადაუდებელი განყოფილება, სტაციონარული განყოფილება 24/7

მიმართულებები და განყოფილებები

მიმღები და გადაუდებელი დახმარება
ზოგადი ქირურგია
ნეიროქირურგია
ბარიატრიული ქირურგია
ორთოპედია -ტრავმატოლოგია
ოტორინოლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
პროქტოლოგია
ონკოქირურგია
ენდოკრინოლოგია
გასტროენტეროლოგია
თორაკალური ქირურგია
ოფთალმოლოგია
ნევროლოგია
ანესთეზიოლოგია
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
კომპიუტერული ტომოგრაფია

ვიდეო