არტერიების და ვენების მკურნალობის ინოვაციური, „უსისხლო“ და ნაკლებტრავმული მეთოდი

01 დეკემბერი 2017

 მეთოდი გამოიყენება  შემდეგი პათოლოგიებისას: 

  •  კიდურების მწვავე და ქრონიკული არტერიული ოკლუზიები (დახშული სისხლძარღვი)
  •  სტენოზები (შევიწროებული სისხლძარღვების) მკურნალობა
  •  ვისცერალური (შინაგანი ორგანოების მკვებავი) სისხლძარღვების ოკლუზიის მკურნალობა,
  •  სადიალიზო არტერიო-ვენური შერთულის ოკლუზიის მკურნალობა
  •  ვენური მწვავე თუ ქრონიკული ოკლუზიების მკურნალობა, ფილტვის არტერიის მასიური თრომბოემბოლიის მკურნალობა. 
  • აღნიშნული მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია  მხოლოდ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში .

მიმართულებას ხელმძღვანელობს , ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ენდოვასკულარული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულარული ქირურგი ვახტანგ ყიფიანი

ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულარ კლინიკაში  უკვე ჩატარდა პირველი წარმატებული ოპერაციები Straub® Medical სისტემის თრომბექტომიული კათეტერის გამოყენებით. აღსანიშნავია, ის, რომ ჩატარებული ოპერაციების ანალიზით ეფექტურობასთან ერთად  არინიშნა ჰოსპიტალიზიციის (კლინიკაში პაციენტთა დაყოვნების) დროის საგრძნობი შემცირება, ეს საგრძნობლად ამცირებს განმეორებითი, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ მეორადი დაავადებების რისკს.