ოპერაცია, რომელიც პირველად საქართველოში, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარდა

30 ნოემბერი 2017

პროფესორ მამუკა გონჯილაშვილის განმარტებით, კლინიკაში მისულ პაციენტს აღენიშნებოდა საერთო სანაღვლე სადინრის დისტალური მონაკვეთის სიმსივნე, რომელიც სრულად ახშობდა სადინარს. 

აღნიშნული დაიგნოზი რამდენად ხშირია და როდის გაკეთდა პირველი ოპერაცია?

ბოლო 30 წლის მანძილზე პანკრეასის თავისა და პანკრეატოდუოდენალური ზონის ავთვიასებიანი სიმსივნეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და მიაღწია 7 პროცენტს სიმსივნეთა საერთო რაოდენობათა შორის. ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკი 40 წლამდე ასაკში ძალიან დაბალია, თუმცა იზრდება 50 წლის ასაკის ზემოთ. მამაკაცებში აღნიშნული დაავადება უფრო ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო წლების მონაცემებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა ავადობაც. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს თამბაქოს მომხმარების ზრდასთან. 

პირველი წარმატებული ღია ოპერაცია 1935 წელს გაკეთდა, ლაპაროსკოპიულად კი ოთხმოცდაათიანი წლის ბოლოდან დაიწყო. მას შემდეგ ეს ოპერაცია ევროპისა და ამერიკის გარკვეულ ქვეყნებში კეთდება, რადგან ის მოითხოვს როგორც მაღალპროფესიონალ სამედიცინო გუნდს, ისე მაღალი დონის ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. 

საქართველოში ეს ოპერაცია ღია წესით წარმატებით ტარდება. თუმცა ლაპოროსკოპულად საქართველოში თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გაკეთდა პირველად . 

აღნიშნული ოპერაციის ჩატარების 200-მდე მოდიფიკაცია არსებობს. ჩვენ მიერ შერჩეული ტექნიკურად ერთერთი რთულია , მაგრამ ყველაზე ოპტიმალური პაციენტისთვის.

როგორი იყო გამოხმაურება ამ ოპერაციის ჩატარების შემდეგ?

ოპერაციის ჩატარების პერიოდი დაემთხვა საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახ ქირურგიული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო კონგრესს . სადაც გაჟღერდა აღნიშნული ოპერაცია იყო მოლოცვები , მიწვევები.
როგორი იყო ოპერაციისთვის მოსამზადებელი პროცესი?

ეს ოპერაცია საკმაოდ დიდ მომზადებას საჭიროებს. მისი წარმატებით განხორციელების წინაპირობას წარმოადგენდა ის ტექნოლოგიურად არანაკლებ რთული ოპერაციები რომლებიც ტარდება ჩვენს კლინიკაში. ასევე, ევროპაში მიღებული გამოცდილება. ქირურგის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის სხვა წევრების პროფესიონალიზსა და მომზადებას. პირველ ოპერაციაზე ჩემი ასისტენტები იყვნენ ლაშა სარალიძე და ონისე ტყეშელაშვილი. ექიმი-ანსთეზიოლოგი კი გახლდათ თემურ წასიძე. ყველა რგოლი სათანადო დონეზე მომზადებული რომ არ ყოფილიყო, ოპერაცია ასე წარმატებული არ იქნებოდა.

 

ზოგადად, რა არის ლაპოროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის უპირატესობები?

ზოგადად, ჩვენს კლინიკაში არსებობს მიდგომა, რომ ყველა ოპერაცია ლაპოროსკოპიული მეთოდით ჩავატაროთ. ლაპოროსკოპიული ოპერაცია პაციენტისთვის უფრო დამზოგველია, რეაბილიტაცია კი - უფრო სწრაფი და ადვილი. თუმცა ტექნიკურად საკმაოდ რთულია. სამედიცინო პერსონალის კარგ მომზადებას მოითხოვს ისევე, როგორც მაღალი დონის ტექნოლოგიებს, ჩვენს კლინიკაში ეს ყოველივე ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს თუ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციებიც ჩატარდეს?

ცხადია , ჩვენი კლინიკა აღჭურვლია სრულად , მულტრიპროფილურია და მოიცავს ყველა საჭირო მიმართულებას.

კიდევ რომელი ოპერაციები შესრულდა პირველად საქართველოში თქვენ მიერ ?

ჩვენს მიერ საქართველოში პირველად ჩატარდა შემდეგი ოპერაციები: მსხვილი ნაწლავის მარჯვენა ნახევრის სიმსივნის ლაპორსკოპიული ოპერაცია, საყლაპავი მილის დივერტიკულის ედოსკოპური მკურნალობა, საყლაპავის შევიწროვების ენდოსკოპური მკურნალობა საკუთარი მოდიფიკაციით, წონის კორექციის ქირურგიის ( ეწ გახდომის ოპერაციები) ოპერაცია მინი გასტრიკ ბაიპასი, გასტრექტომია ანუ კუჭის კიბოს დროს კუჭის სრული ამოკვეთა ლაპოროსკოპულად, სწორი ნაწალვის სიმსივნის ლაპორსკოპული მკურნალობა- სწორი ნაწლავის წინა დაბალი რეზექცია , სწორი ნაწლავის ექსტირპაცია. ფარისებული ჯირკვლის ნეიროფიზიოლოგიური ნავიგაციით ამოკვეთა. დიაბეტი ტიპი ორის ქირურგიული მკურნალობა კი დსთ-ს ქვეყნებში პირველდ ჩვენთან განხორციელდა.

სამომავლოდ თუ გეგმავთ სხვა მაღალტექნოლოგიური ოპერაციების გაკეთებას?

დიდი სურვილი მაქვს, ლაპოროსკოპიით გავაკეთო ღვიძლის რეზექცია.გერმანიაში ვიყავი ამ საკითხის გასავლელად, იქ დავესწარი რამდენიმე ოპერაციას და მინდა, რომ უცილებლად გავაკეთო.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც ყველა ტიპის გეგმიური და გადაუდებელი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი),რეანიმაცია, სტაციონარი და ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით.