ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარ გამომწვევ მიზეზს.
- აპვ ფართოდ გავრცელებული ვირუსია , რომელიც გადაეცემა მარტივად, კანიდან კანზე შეხებით, ინფიცირებულ პირთან სქესობრივი კონტაქტისას.
- ვირუსის მე-16 და მე-18 გენოტიპები უკავშირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%-ს.-აპვ ვირუსული ინფექციის და საშვილოსნოს ყელის კობოსთან ასოცირებული რისკ-ფაქტორები: სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება , მრავალი სქესობრივი პარტნიორი, თამბაქოს მოხმარება.
- ადვ ინფექცია ხშირ შემთხვევაში ასიმპტომურია. სიმპტომები თავს იჩენს მას შემდეგ , რაც კიბო მიაღწევს ბოლო სტადიებს.
- პაპილომავირუსული ვაქცინა უზრუნველყოფს 6,11,16 და 18 გენოტიპებით გამოწვეული ინფექციების 98%-ის პრევენციას.
- ვაქცინა არის ძალიან უსაფრთხო და ეფექტური. კვლევები აჩვენებს , რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%_ს უვითარდება საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ HPV ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.
- მსოფლიოში მილიონობით გოგონა და ქალი ღებულობს აპვ ვაქცინას, სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის გარეშე.
- 2017 წლისთვის აპვ ვაქცინა დანერგილია მსოფლიოს 71 ქვეყანაში (მათ შორის 11-ში ვაჟებისათვის)
- ვაქცინა მუშაობს საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ მაგრამ:
- არ უზრუნველყოფს ორსულობის პრევენციას.
- არ უზრუნველყოფს აივ ინფექციის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას.