ძველი დროიდან მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე თუ როდის ჯობია დედობა ? დროის ჩარჩოები მუდმივად იწევს , გასულ საუკუნეში 25 წლის პირველ მშობირეს გვიან მშობირეს უწოდებდნენ.
საკმაოდ რთული თემაა იმის დაგეგმა, თუ როდის უნდა გააჩინო ბავშვი. ექპერტები ამტკიცებენ რომ არ არსებობოს იდაელური და ოპტიმალური ასაკი ქორწინებისთვის.
მიუხედავად , რაც არ უნდა განპირობებული იყოს მედიცინა რაც უფრო იზრდება ქალის ასაკი, მით მეტია რისკი ორსულობის დადგომის და ორსულობის დროს სხვადასხვა პათოლოგიის.
35 წლის ზემოთ ქალის დაორსულება პრობლემას წამოადგენს და დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, რომელთა განვითარებამ შეძლება ავნოს დედის ორგანიზმს და ზოგიერთ შემთხვევაში ხელიც შეუშალოს ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში მის ნორმალურ განვითარებას.
ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ასაკის მერე ქალმა უარი უნდა თქვას დაორსულებაზე. ამ შემთხვევაში დედა უნდა იყოს უფრო ფრთხილი და გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას.
2013 წელს საქართველოს ეროვნული სტატისტიკით 80 % პირველმა მშობირემ იმშობიარა 20–34 წლის ასაკში. მშობირობის ოპტიმალურ ასაკად კი ჯერაც 20–24 წელია მიჩნეული.
ქალის ფერტილობა იწყებს შემცრებას 32 წლიდან და მკვეთრად მცირდება 37 წლის ზემოთ
ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რაოდენობამ 2-ჯერ და მეტად მოიმატა. ამავე პერიოდში 50%-ით მოიმატა 40 წელს გადაცილებული პირველმშობიარე ქალების რიცხვმა.
35წლის ზემოთ პირველი ორსულობა და მშობირობა გაცილებით ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ვიდრე ახალგაზრდა ასაკში
თუმცა მას გარკვეულწილად დადებითი მხარეც აქვს
• ამ ასაკში ქალს უფრო გაცნობიერებული აქვს მისი გადაწყვეტიოლება.
• სპეციალისტებით დაკვირვებით
გაირკვა, რომ 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს უკეთესი მეხსიერება და კონცეტრაცია ჰქონდათ. ამას მეცნიერები ესტროგენებისა და პროგესტერონის ფაქტორით ხსნიან. მიიჩნევა, რომ ასაკთან ერთად ესტროგენები ორგანიზმში მცირდება, რაც ხშირად მენოპაუზის მიზეზი ხდება. ამდენად გვიანი ორსულობის შემთხვევაში მომატებული ჰორმონები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების უკეთ მუშაობას, რაც გვიანი ორსულობისა და მშობიარობის უპირატესობაზე საუბრობს
• ამერიკელების დაკვირვებით ქალი როემლიც აჩენს ბავშვს ხელოვნური განაყოფიერების დახმარების გარეშე 40 წლის ზემოთ ცოცხლობენ უფრო დიდხანს, ესეც აიხსნება ჰორმონალური ცვლილებებით
ახლა რაც შეეხება ხანდაზმულ ასაკში ორსულობას.
35 წლის ზემოთ
• ხანდაზმულ ქალებს 10–20 % მეტად აქვთ არტერიულ ჰიპეტენზის პრობლემა, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს პრეეკლამფსიის და ეკლამფსიის განვითარებას
• აგრეთვე ასაკის მატებასთან ერთად 3 ჯერ იზრდება ორსულობის დიაბეტის განვითარების რისკი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება თუ ორსულობაში წონის მკვეთრი მატება ხდება.
• მაღალია საკეისრო კვეთის ალბათობას, რადგან მშობიარობის მეორე პერიოდი ხანგრძლივდება ხანდაზმულ ასაკში.
• მაღალია რისკი ქრომოსომული განვიარების დარღვევის ( 66 დან 1 შემთხვევა ) და ნაყოფი დაიბადოს სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიებით. 40 წლის ზემოთ დაუნის სინდრომის განვითარების რისკი 106 დან ერთია.
44 წლის წლიდან ეს რისკი იზრდება დაუნის შემთხვევაში 1/38 და ქრომოსომული პათოლოგიის 1/26
• მრავალნაყოფიანი ორსულობა , ეს განპირობებულია სტიმულაციით.
35 წლიდან თვითნებითი აბორტი 18 % ხდება ხოლო 40–44 წლის ასაკში ყოველი მესამე ორსულობა მთავრდება თვითნებთი აბორტით .
მცირედი რამ ხელოვნური განაყოფიერების ჩვენებების შესახებ 35 წლის შემდეგ
რა შემთხვევაში უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს და რა დროს უნდა ჩაიტარონ ხელოვნური განაყოფიერება, თავისი თუ დონორი კვერცხუჯრედით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით 36 წლამდე ქალბატონთან თუ არ დადგა ორსულობა 1 წლის რეგულარული დაუცველი ურთიერთობის დროს მიმართავენ ექიმს, ეს ასაკი მცირდება ასაკის მატებათან ერთად.
36 წლის ასაკში 6 თვეში
40 წლის ზემოთ 3 თვეში
ესეც იმ შემთხვევაში როდესაც სხვა გამოხატული პრობლემა არ აქვს ქალს: მაგალითად არარეგუალური მენტრუალური ციკლი, საკვერცხის დისფუნქცია, ნაადრევი კლიმაქსი, ენომეტრიოზი.
რაც უფრო ადრეულ ასაკში დაისმება დაიაგნოზი და მოხდება ჩარევა , შედეგი და ორსულობის შანსი მით უფრო მაღალია.
ეს არის 2015 წლის მონაცემები ასაკთან მიმართებაში ხელოვნური განაყოფიერების დროს პირველ ცდაზე.
ქალი 35 წლამდე : 47.1 %
ქალი 35-37: 37.9 %
ქალი 38-40: 28.5 %
ქალი 41-42: 16.3 %
ქალი 42: 6.1 %
დონაციის მეთოდს მიმართავდნენ ის ქალბატონები, რომლებსაც აღენიშნებოდათ საკვერცხეების ფუნქციის ნაადრევი განლევა,
ნაადრევი მენოპაუზის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ნერვული სტრესი, არასწორი ცხოვრების სტილი, ქირურგიული ჩარევა,აუხსნელი მიზეზები.
ან ის ქალბატონები რომლებსაც უკვე ჰქონდათ ინ ვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე უშედეგო ცდა, და სამწუხაროდ მათ მიერ გამოყოფილი კვერცხუჯრედები ჯამრთელი ემბრიონის განვითარება არ მოხდა .ამ კატეგორიის ქალების ერთადერთი არჩევანი არის ორსულობა კვერცხუჯრედის დონორის დახმარებით.
დონორ მოგეხსენებათ არის 21 დან 35 წალმდე, ჯანმრთელი გამოკვეული ქალი. დონაციის დროს ორსულობის შანსი მაღალია 35 წლამდე ქალბატონებში ეს მაჩბემებელი არწევს 65–75 %
ასაკის მატებათან ერთად ეს ასაკის მცირდება, მაგრამ ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს ემბრიონის პრეიმპლანტაციური კვლევა გენეტიკურ ანომალიებზე რაც თავის მხრიბ ამცირებს რისკს ორსულობაში ქრომოსომული პათოლოგიებზე.
მცირედად რომ შევეხოთ რა შემთხვევაში მიმართავენ სუროგაციას
როდესაც ქალს გარკვეული მიზეზის გამო ჩატარებული აქვს ჰისტერქტომია ( ანუ არ აქვს საშვილოსნო ) , საშვილონოს თანდაყოლილი ანომალია,
აქვს ენდომეტროუმის პრობლემა რომელიც არ დაექვამდებარა მკურნალობას
და იმ შემთხვევაში როდესაც მოხდა 6 ან მეტი წარუმატებელი ემბრიონის ტრანსფერი.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ , წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი , უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი , თითოეულ პაციენტს აწვდის ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : : 2 99 08 53
მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5