უნაყოფობა
უშვილობა, უნაყოფობა, სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით, შვილის ყოლის უუნარობაა შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ის უშვილოდ ითვლება. აღნიშნულ პრობლემას თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს შორის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი არის საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია.

უნაყოფობის მიზეზები 
უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი გარემოებები:

  • ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის შემდეგ);
  • მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობასთან;
  • გართულებულია ორსულობის ბოლომდე მიყვანა (მიომური, ადენომიოზური კვანძები, აბორტის მიზეზით მომავალი ორსულობის გართულება);
  • პრობლემურია ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;
  • ქალს არ აქვს დაორსულების საშუალება (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა და ა.შ.)

უნაყოფობა შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე დაავადებით (ორგანული სისტემების ნორმალური მუშაობის შეწყვეტით, შეფერხებით, არეულობით გამოწვეული) ქალის ან მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ორგანიზმს, რომ ნაყოფი  ჩაისახოს ან ორსულობის პერიოდი არ მივიდეს საბოლოო შედეგამდე - მშობიარობამდე. დაახლოებით 12 თვის განმავლობაში უშედეგო სქესობრივი აქტის შემდგომ დგება უშვილობის პრობლემის წამოჭრის აუცილებლობა.
ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ხელოვნური განაყოფიერების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც  კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ხელოვნურად შექმნილ გარემოში, ლაბორატორიული გზით ხდება. თუ კვერცხუჯრედი წარმატებით განაყოფიერდება, დაყოფილი უჯრედების შედეგად ემბრიონი ხელოვნური გზით გადააქვთ ქალის საშვილოსნოში და ემბრიონი უკვე იქ განაგრძობს ზრდა-განვითარებას.

როგორ ვემზადებით 
მანამ, სანამ ინ ვიტრო განაყოფიერებამდე მივალთ, პარტნიორებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა, მათ შორისაა:

  • საკვერცხის რეზერვის ტესტირება - რათა დადგინდეს ორგანიზმში მდებარე კვერცხუჯრედების ხარისხი, ექიმი სავარაუდოდ ატარებს ფოლიკულის მასტიმულირებელ ტესტს (FSH), ესტროგენებისა და ჰორმონების გამოკვლევას თქვენს სისხლში. ეს გამოკვლევები საჭიროა იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად ვარგისიანია კვერცხუჯრედი და რამდენად შეუძლია მას გაუძლოს მედიკამენტურ ჩარევას. 
  • სპერმის ანალიზი: თუ აქამდე არ არის ჩატარებული ეს გამოკვლევა, აუცილებელია სპერმის მაჩვენებლების განსაზღვრა, მისი კონცენტრაცია, მოძრაობა და ხარისხიანობა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს. 
  • ინფექციური დაავადებების გამოკვლევა: ყველანაირი ინფექციური დაავადებების გამოკვლევა საჭიროა, მათ შორის შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომზეც (HIV). 
  • იმიტირებული ემბრიონის ტრანსფერი: აუცილებელია იმიტირებული ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში, რათა გაირკვეს საშვილოსნოს სიღრმე და დადგინდეს ის ტექნიკა, რითაც ნამდვილი ემბრიონი ყველაზე წარმატებულად მოთავსდება საშვილოსნოში. 

საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა: 
განაყოფიერებამდე აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევაც. რაც მოიცავს სონოჰისტეროგრაფიას, რომელიც საშვილოსნოს ღრუსა და საშვილოსნოს მილების გამოკვლევის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობას, მასში ლორწოვანი გარსის პოლიპების, შეხორცებების – ე.წ. სინექიების, სუბმუკოზური მიომის კვანძების არ არსებოსა გადამწყვეტი ფაქტორია ემბრიონის იმპლანტანციის პროცესისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასევე მილების მორფო-ფუნქციურ მდგომარეობასაც. ან გაკეთდეს ჰისტეროსკოპია - საშვილოსნოს მილის და ღრუს შინაგანი დათვალიერება ჰისტეროსკოპით. 

რამდენი ემბრიონი გადააქვთ და რატომ?
აღსანიშნავია, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებისას ამზადებენ რამდენიმე ემბრიონს, თუმცა დღევანდელი მონაცემებით საშვილოსნოში 2-ზე მეტი ემბრიონი არ გადააქვთ, ორსულობის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. დანარჩენ ემბრიონებს კი უკეთებენ კრიოკონსერვაციას და ყინავენ, რათა იგი შემდგომი ორსულობებისთვისაც გამოიყენონ.  კრიოკონსერვაცია მაქსიმალურად იცავს ემბრიონს დაზიანებისას.